***
ისე ვარ შენს მიღმა უჩემოდ დამწვარი, რომ ყოფამ, ჟრუანტლის ცად ამომაცია და მსურხარ მოგასკდე კანიდან დამსხლტარი სულის ვერცხლისწყალის სხარტ ვარიაციად. ვნებასაც ემღვრევი მთვარის გაორებად ფიქრებში ჩაწურულ ნერვების ფანტელით, ვეღარც გთვლი საწოლის შენში განტოლებად, - შერყვნილი ზეწარის სიმორცხვის აფექტით და მსურს დაგვავიწყდეს ჩვენს იქით რაც არის სხეულთა დუღილი გაცდეს უკვდავებას ღამემ დაგვაბერტყოს ვარსკვლავთა ნაცარი სირცხვილის სასუქის მსუყე უნარებად შემდეგ კი თვალებში დავხაროთ ამ ქცევის მონუმენტალური თრობით ექსპანსია და ჩვენს რაობასთან შერწყმული აცდენით მივხვდეთ რომ ეს ვნება მკვლელი ექსტაზია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.