შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან _ შენამდე


14-11-2018, 10:00
ავტორი sel
ნანახია 1 709

გახსოვს რომ გიყვარდი? მზე იყო, ცა იყო,
გახსოვს, რომ გრძნობები შუაზე გაიყო...
ჩვენს თავზე ღრუბელი ხან იყო, ხან არა,
ბალახის სურნელი... მწვერვალი ჭაღარა...
გახსოვს რომ გიყვარდი? გიყვარდა მაისი,
რაც შემდეგ ზაფხულმა წაიღო თავისთვის,
ახლა აქ ღამეა, მთვარეა, და ცივა,
დასცვივდა ფოთლები ხეს, სულში იწვიმა,
დაბერა რამდენჯერ ქარებმა, მციოდა,
განეწყო ამინდიც რამდენჯერ საწვიმრად,
კიოდა ჩემს ირგვლივ დიდი და პატარა,
აშალა ღრუბელმა მარტივით ცხოვრება,
გზებს ვეღარ გავუგე, სად აღარ მატარა,
წავშალე ლექსები, დავტოვე "ნოეღა",
მწვდებოდა ზამთარი ალესილ კლანჭებით,
ატანდა სიცივე სხეულში თანდათან,
მეც, როგორც ანარეკლს, გატეხილ სარკეში
ვაგროვებ წარსულის ნამსხვრევებს გზა და გზა,
ვაგროვებ რაც მორჩა, ფიქრები მაწამებს,
მისდევენ წუთები ერთმანეთს თავისით,
დღეები ტოვებენ თავ-თავის ნაკვალევს...
და ვიცი გიყვარდი, დღეს არც ეს არ ვიცი.
დღეს მარტი არაა, არც მზეა საამო,
არც ზეცა ისეთი ლურჯია ჩვენს თავზე...
და თითქოს ყოველი ნოებმრის საღამო
ზრდის მანძილს ორს შორის, ჩემიდან _ შენამდე.

Selassie



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

)) რა შემიძლია გითხრათ იმის გარდა, რომ უდაოდ კარგად და საოცრად ხატავთ ყველა დეტალს?!
არ ვიცი, მართლა კარგია!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent