ჰეი სიკვდილო
ჰეი სიკვდილო, რატომ მესტუმრე?! რად ამატკიე გული დაჭრილი? ჰეი სიკვდილო, რატომ მეხუმრე?! მითხარი სად მაქვს დანა გაყრილი. ჰეი სიკვდილო, რატომ გამოჩნდი?! ნაგავი არის ჩემში დაყრილი. სიკვდილო, შენ მე მწარედ აღმომხდი, გული ჩემი არს სისხლით დასვრილი. სიკვდილო, რად მაქვს თავის ტკივილი, რად გეფინება შენ ეგ ღიმილი?! მითხარი რად მაქვს სიკვდილის გრძნობა, მე და სიცოცხლეს რატომ გვაქვს მტრობა?! მგონია აჩქარებული გული უნდა გამისკდეს ძალიან მალე. მე ტკივილისგან გამიტყდა სული, მჭირდება ჩემი ლამაზი მთვარე. მჭირდება შენი დანახვა კარგო, თორემ მე დავრჩი სულ მარტოდმარტო. შენით მეხსნება ტკივილი ყველა, კვლავ სიცოცხლისკენ წავალ ნელნელა. შენდამი მე მაქვს ლამაზი გრძნობა, მაგრამ შენ უფრო ხარ მშვენიერი. შენდამი სულ მაქვს ამ გულით ტრფობა. იცი? მე შენით ვარ ბედნიერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.