შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარეთ წვიმს,ისევ გამეფდა ნამი...


15-12-2018, 04:26
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 695

გარეთ წვიმს,ისევ გამეფდა ნამი,
მინდა გავიქცე,აქვეა ნავი.
კვლავ მოვარიდებ გულს ამ სამყაროს
რომ იმედებიც აღარ ამყაროს...

გარეთ თოვს,სული მაინც მკვდარია
და რა აზრი აქვს,დღეს თუ დარია
ან რა აზრი აქვს,მზე თუ ამოვა
ხვალ მაინც ისევ წვიმა წამოვა...

გარეთ ნისლია,სევდაც მიმატებს,
რომ სიყვარულში მე არ მიმართლებს.
შენ ბურუსივით იყავი და ხარ
გიყურებ,მაგრამ მაინც არ ჩანხარ...

გარეთ წვიმს,ისევ გამეფდა ნამი,
მინდა გავიქცე,აქვეა ნავი.
გავექცე ისევ შენს ლამაზ მზერას
და გულიც აღარ დაიწყებს ძგერას...



№1  offline წევრი luana

ძალიან ლამაზად წერ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent