წუთისოფელი
წუთისოფელო! შენა ხარ ერთი რომელსაც მოუცავს ყოველი ბნელით შენ ხომ გიბოძეს სტატუსი ბრძენის, მაგრამ არა გაქვს სათქმელი ჩვენთვის.. შენ ბრძენო! თუმცა მეტად უგნურო მითხარი როგორ გაგაგულუხვოთ?! გვირჩიე როგორ ვიცხოვროთ როცა ასე მწირია გულიდან ლოცვა.. როცა სიცილი აღარ ჰგავს სიცილს, როცა ღიმილმაც დაკარგა ფასი, იქ სადაც გრძნობებსაც აწერენ სირცხვილს და სადაც ყოველი სავსეა ყალბით. ცხოვრებავ! შენ ხარ ასეთი მკაცრი შენს ხელში კვდება ალალი კაცი, შენშია ის რაც არა ჰგავს ნამდვილს ისა ხარ ვინაც დაგვასვა დაღი. შენ სამართალო, სად გაქრი მეტყვი?! ნუთუ გახუნდა ის მკვეთრი ფერი?! სიცოცხლევ! შენ რა გატირებს მითხარ! სიკვდილო! ან შენ რაღასა მღერი?! სიცოცხლემ მიიღო სიკვდილის ფერი, ყოველს წაერთვა ხალისი, ელფერი.. მინდოდა ალბათ მეცოცხლა მეტი, მაგრამ წამართვა ცხოვრებამ ბევრი.. შენ ჩემო ბრძენო! ჩემო უგნურო! ისევ და ისევ გკითხავ ურწმუნოდ: როგორ ვიცხოვროდ ქვეყანას როცა ასე დიდია უსამართლობა?! სადღაცას ისმის ვიღაცის გლოვა სადღაცას ვიღაც უთუოდ მოკვდა.. ვიცით რომ სული ოდესღაც მოვა, მაგრამ ჩვენს გულში ახლა მოთოვა! ვიღაცა სიმწრის განაგრძობს გლოვას ზედ გადაუვლის უსირცხვოთ ხროვა.. ჩვენს გულში მუდამ იქნება თოვა, მაგრამ.. ახლა ხომ უგულოთ დროა?! ჰე ჩემო ბრძენო, მითხარი რჩევა, ხმა ამოიღე, გვჭირდება შველა! ნუთუ მოგბეზრდა იარო კენტად და მიტომ გინდა რომ ვიყოდ ერთად?! შენ ეგოისტო! უგნურო ერთა როგორ გინდოდა არ გევლო კენტად.. დე, სამართალი ეძებე ერთ ხანს ახლა შენ უფრო გჭირდება შველა!... ცხოვრების იცვლება ფერები ნელ -ნელა.. სიმღერის იცვლება ნოტები ბგერ -ბგერად.. ვიღაცას ცრემლები სცვიოდა წვეთ -წვეთად.. ვიღაცის სიცოცხლე იყო ეს დღე -ღა..... ავტორი:T.S 2012წ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.