შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნური სუნთქვა


22-12-2018, 17:47
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 955

დავიღალე, ყველაფრისგან დავიღალე.
და ლექსებში განვმარტოვდი, დავიმალე.
გუშინ თავზე მე საბანი დავიფარე,
მე ლექსები ავიღე და გავიპარე.

მე დავიწყე ბოდიალი ქუჩებში,
მარტო მსურდა ყოფნა მე იმ წუთებში.
მე მომწყურდა და მომშივდა საშინლად,
მაგრამ საქმე თურმე მქონდა სატირლად.

ვერ ვსუნთქავდი და დავკარგე გონება
და მაშინ ვთქვი მოსახდენი მოხდება.
მე ვამბობდი:"ეს სიცოცხლე მშორდება."
და ეს გულიც მიწასთან გასწორდება.

სუნთქვა ძლიერ მიჭირდა და ვკვდებოდი,
სირთულეებიდან ვიპარებოდი.
მე ქვეყანა თითქოს თავზე დამექცა,
ოპტიმიზმიც მე სულ სხვაგან გამექცა.

მჭირდებოდა ხელოვნური სუნთქვა
და სწორედ ამ დროს მოხვედი ჩემთან.
ვიცოდი, რომ შენ იყავი სულ სხვა
და ამიტომ შეგადარე ღმერთთან.

ან აქ საერთოდ ვინ არის ღმერთი,
აქ ხომ მხოლოდ შენ არსებობ ერთი.
მე სიყვარულით გწერდი და გწერდი,
ალბათ საზღვრებსაც მე ხშირად ვკვეთდი.

ერთადერთი ხარ ვინც კი მამშვიდებს,
ერთადერთი ხარ ვინც კი მაგიჟებს,
ერთადერთი ხარ ვისითაც ვსუნთქავ.
წყნარ მელოდიებს მე ჩემს თავს ვურთავ.

როდესაც ჩემთვის აქ დადგა ის დრო,
რომ ვერ ვსუნთქავდი და კვლავ ვკვდებოდი.
შენმა სურნელმა მე უკან მიხმო,
ვუთხარ რომ ფეხზეც ვეღარ ვდგებოდი.

მომიახლოვდი და შემომხედე,
მე კი ზედმეტი ვერ შემოგბედე.
მაშინ მაგ შენს გულს ამ ჩემმა უთხრა,
ყოფილხარ შენ ხელოვნური სუნთქვა.

მაშინ მე მქონდა ის დეპრესია,
ვამბობდი ეს ჩემი რეგრესია.
მე მას ვასხამდი უდიდეს ხოტბას,
ვფიქრობდი სხვების ჟლეტვას და ხოცვას.

და შენ გამოჩნდი კვლავაც ძვირფასო,
წლების შემდეგ ვთქვი სხვაზე მიყვარსო.
იცოდე რომ ხარ ჩემი მკურნალი,
მე გადავშალე სულ სხვა ჟურნალი.

და იმ დღის შემდეგ სულ შეიცვალა
ჩემთვის სულ ყველაფერი, ყველა.
მაშინ გრძნობები აქ შეიმალა,
იცით?! აქ უჩვეულოდ ცხელა.

მიუხედავად ამ გრძნობებისა მე კვლავ ვიყავი დამწუხრებული.
მე მჭირდებოდა სასმელი ღვინო, რადგან ვიყავი გაბრუებული.
მიუხედავად ამ გრძნობებისა კვლავაც სიკვდილზე ხშირად ვფიქრობდი,
მე მჭირდებოდა სიჩუმე, სითბო და იცი მე სხვას სულ არ ვიხმობდი.

მგონი ერთხელაც მძიმე დარდის დროს მე წამივიდა გული.
შენმა გულმა მე კვლავ დამინახა, არ ვიყავ დაჩაგრული.
მაშინ ვიყავი მე ბედნიერი, შევწყვიტე გრძნობის ბურღვა,
ხარ სიყვარული, ხარ სიყვარული და თან უბრალოდ სუნთქვა.

მე შენით ვცოცხლობ, სხვა არ მჭირდება,
შენთან ვიქნები, გული გპირდება.
შენ ხომ მე სუნთქვა მაჩუქე კარგო,
განსხვავებულო, წითელო ვარდო.

მე სიცივეში კვლავ შენით მცხელა,
დრო კვლავ არ გადის ძალიან ნელა.
მსურს შენთან ყოფნა და შენზე წერა,
მსურს რომ გიმღერო ერთი სიმღერა.

როდესაც ვიგრძნობ მე მაგ შენს სურნელს,
მე დამიძახებს სულ ყველა სულელს.
იცი? შენით ვარ გადარეული,
მუდამ მთვრალი ვარ და არეული.

მე შენით ვსუნთქავ და შენით ვთბები,
შენი ყურებით ვერასდროს ვძღები.
სიკვდილის პირას გულმა ეს სულ თქვა,
სურდა შენი ხელოვნური სუნთქვა.

გული რომ გხედავს და რომ შეგიგრძნობს,
ის სხვას შენს გარდა ვერვის ვერ იხმობს.
იცის რომ არ აქვს უფლება კვდომის,
აქ გრძნობებისთვის არის დრო ომის.

ეს ცხოვრება ხომ სიყვარულია
და სიყვარული ხომ არს ცხოვრება.
გრძნობა შენდამი სიხარულია
და ის არ არის ფუჭი ოცნება.

როცა ჩემთან ხარ სულ ზაფხულია
და მხოლოდ ჩვენთვის ხანდახან წვიმს.
შენი დანახვა კვლავ ნატრულია
და მხოლოდ ჩვენთვის აქ ქარიც ქრის.

აქ სულ სითბოა და ჩვენი ვარდი
მუდამ შენს მსგავსად უეკლო არის.
ოჰ როგორ ძლიერ მე შემიყვარდი.
ჩემი გრძნობები ჩვენში სულ ჰყვავის.

მაშინ გამოჩნდი როცა ვიყავი ამ საშინელი სიკვდილის პირას.
იყავი ჩემი მურნალი მხსნელი, სხვა შენი მსგავსი იცი ჰგავს იგავს.
სიკვდილის ზღვაში რომ ვიხრჩობოდი, შენით გადავრჩი, მსურს ერთი რომ ვთქვა:
"სხვა ყველაფერი უაზრობაა და ხარ ამ გულის უცვლელი სუნთქვა."



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

eremar
ეგ კარგია, მაგრამ მთლად ნუ ჩარჩცები მანდ, რეალობაშიც გამოიხედე , იქნებ და რა ხდება...

რეალობას რომ ვუყურებ, მაგიტომაც ვიმალები ლექსებში. ხანდახან უნდა გავექცეთ რეალობას თორემ გავგიჟდებით, არ მეთანხმებით?
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

eremar
ეგ კარგია, მაგრამ მთლად ნუ ჩარჩცები მანდ, რეალობაშიც გამოიხედე , იქნებ და რა ხდება...

დიახ, ეგეც მართალია.
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent