შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრავალს.. მრავალს და მრავალს...


31-12-2018, 21:48
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 260

აღსდგება ისევ ცეცხლი ფერფლიდან
როგორც ნეპტუნის ველზე ფენიქსი,
სიახლის შთანთქმა კვლავ ისე მინდა,
განსხეულებას უკვე ვერ ვუცდი..

მოღელავს სისხლის ტალღა ახალი
რათა წალეკოს რაც არ აშენდა,
და მე ფერფლიდან, როგორც ნაცარი,
შევიფითრები გველის სახედ და

თეთრით მოსილი სამყარო შავი,
ახალ საწამლავს ხალხზე გამოცდის,
შენ ვერ შეძლებდი.. მე უარვყავი..
და ახალი წლის კართან აღმოვჩნდი..

გაშალა ისევ ბედმა კარტები,
და მარტოობის აჰყვა ლიანდაგს,
ფეიერვერკად გაიფანტება,
უცხო სისხლი და მორწყავს ნიადაგს..

ჯერ არ გამქრალა ცაზე ვარსკვლავი,
მთვარე გენერლის კვლავ როლს ასრულებს,
აჰა.. მიიღო მარსმა საკლავი,
ნუ გეშინია.. ჯერ არ ვასრულებ..

მარტო ვარ ისევ როგორც ქაოსი
და წყვდიადისფერ ცეცხლში ვიწვები,
ლამაზო, ასეც ნუ გამიოცდი,
თუკი ახალის გვერდით მივწვები..

დაე დაგვათროს ამაოებამ,
ახალ ეპოქის კვარცხლბეგს მთხვეულნი,
აწ უკეთესი გველის დროება,
გილოცავთ ჩემო გადამთხვეულნო!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უცნაური მე
მუზებმა შემუტიეს ლაზოს ახალი წლის დადგომასთან ერთად :) გილოცავ ლაზარე ბევრ-ბევრი მუზები შენ, რომ 2019 წელს საშუალება გვქონდეს შენი ლექსების კითხვის :) მრავალ ახალ წელს! ❤️


გაიხარე, შენც გილოცავ, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებ, მადლობა რომ სულ კითხულობ )

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უიღბლო
Gilocav <33


მრავალ ახალ წელს დაგვასწროს ღმერთმა ჯანმრთელები, ბედნიერები და დღეგრძელები

 


№4  offline წევრი luana

ძაან უმუზოდ ვარ და ვერაფერს გიწერ, მაგრან უკომენტარიდ ვერ დავტოვებ შენ ლექსს, კიდევ გილოცავ და კიდევ გეტყვი, რომ უნიჭიერესი ხარ.
ყველაფერი კარგი შენ ❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ძაან უმუზოდ ვარ და ვერაფერს გიწერ, მაგრან უკომენტარიდ ვერ დავტოვებ შენ ლექსს, კიდევ გილოცავ და კიდევ გეტყვი, რომ უნიჭიერესი ხარ.
ყველაფერი კარგი შენ ❤️


იიმეე, გენათალე შენა მაგ უმუზოდ დაშაქრულ ენაში, შენს პირს თაფლუჭი და ნექტარი და რა დაგვაბერებს...

 


№6  offline წევრი sweetgirl

Kargi xar lazare❤️❤️❤️Leqsebis krebuls rom gamoscem,pirveli myidveli me viqnebi :d ^_^ ❤️❣️❣️

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

sweetgirl
Kargi xar lazare❤️❤️❤️Leqsebis krebuls rom gamoscem,pirveli myidveli me viqnebi :d ^_^ ❤️❣️❣️


გაიხარე, გენაცვალე, მრავალ ახალ წელს დაესწარი ჯანმრთელი და ბედნიერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent