შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ვუყოთ რომ ანგელოზი შემიყვარდა


4-01-2019, 11:26
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 962

რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შემიყვარდა,
მის გარეშე არ თენდება არცერთი დღე.
ჩემი გული ხომ მხოლოდ დარდს შეიცავდა
და ახლა კი სიყვარული გადავიღე.

რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შემიყვარდა,
ჩემი გული სამუდამოდ დაამონა.
არ მეგონა გრძნობებს ასე შემიკრავდა,
გული გრძობათა მორევში დააგორა.

რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შემიყვარდა,
ის ამ გულში ცეცხლით ჩუმად შეიპარა.
მე გრძნობები გულს უეცრად შემივარდა,
მან ეს გული სიყვარულით შეიფარა.

რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შემიყვარდა,
ვერც ვფიქრობდი, არსებობდა მისი მსგავსი.
ჩემი გული მაშინ თვის თავს ვერ იტანდა,
იდეალში არ იპოვა სხვისი მსგავსი.

რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შემიყვარდა,
ჩემი გული მის შესახებ ერთს შიშობდა.
ის ხომ მისთვის წყენინებას ვერ იტანდა,
ანგელოზის წყენაზე ხომ ვერც ფიქრობდა.

რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შემიყვარდა,
მის გარეშე არ თენდება არცერთი დღე.
ჩემი გული ხომ მხოლოდ დარდს შეიცავდა
და ახლა კი სიყვარული გადავიღე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent