დათო გვარამია - სიძულვილი
და ახლა როცა ჩემი შვილი ოთახის კარებს, ძლივსღა აღებსდა სასაუბრდ ჩემსკენ მოიწევს, მეუბნება რომ სიგიჟემდე შეძულდა გოგო , რომელიც მის მერხის უკან ან გვერდით მისგან უზის და ისე სიძულვილით ლამაზად უმზერს, რომ ვეღარ უძლებს სიძულვილით სავსე მის თვალებს, და ყურადღება ეფანტება ყველა კუთხეში, მასწავლებელი სიყვარულით აღებს დიდ კარებს, და მიაბრძანებს გარეთ, შორს გარეთ... იქ სადაც სიყვარულით უყურებს ყველა, მე ვეუბნები რადროს შენი სიძულვილია, თუ შეგძულდება იცოდე რომ გულს არვინ გატკენს, და ასე გულის არტკივილით დაიტანჯები, შენ ახლა იმდენად პატარახარ ალბათ ვერც ამჩნევ, ნამდვილად სძულხარ თუ გატყუებს ის შენი გოგო, კარგად დაფიქრდი... დღემდე არმჯერა ერთი ნახვით სიძულვილისა, ერთი ნახვით ან დანახვით ან შეხებით თითქოს, ვერანაირად ვერ შევიძულებ ვერავის მენდეთ, კაიდა უკვე შეძულებული ვინმესი იყოს, კაიდა უცებ შემიყვარდეს ცოდვას ჩავიდენ, და მერე ღმერთიც შემიყვარებს სამარადისოდ, და მერე სხვასაც შეიძლება რომ შევუყვარდე , და მერე ღმერთი სამოთხის ავიაბილეთს მაჩუქებს მენდეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.