შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე


21-01-2019, 00:06
ნანახია 1 802

დიდიხანია კალენდრიდან რიცხვებს აღარ ვხევ,
დიდიხანია არ მადარდებს ჩემთან რა დროა.
სიცარიელე დამეუფლა და ის განმაგებს,
გადამავიწყდა ყველაფერი რაც კი მახსოვდა.

ფერფლად ვაქციე აქამდე რაც ჩემში ვაშენე,
მტვერი დაედო ყველა გრძნობას განუცდელობის.
როგორ შორი ხარ ღმერთო ჩემო მაგრამ აგრეთვე,
თურმე რა ახლო... თუმცა მაინც რატომ არ მყოფნი.

რატომ ვერ გიგრძენ, როცა სული ძლიერ კიოდა,
რატომ ვეჩვიე ყოველ ღამით ღამის თენებას.
ვხარობდი, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ მინდოდა,
გაქცევა შორს და უცხო მხარეს გადაშენება.

ან ახლა როცა ასე შორს ვარ რაღად განვიცდი,
რასაც გავექეც ის ტკივილი რად გაორმაგდა.
რატომ მადარდებს ეს ოხერი სულის ამინდი,
აქ მოსვლამდე ხომ ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა.

ჩანდა უფერო, მაგრამ მაინც სამყარო მშვიდი,
ჩანდა დარდები მიმარხული სულის ნაპირზე.
ვერ ვაპატიე საკუთარ თავს გატეხვა ფიცის
და ისევ ისე უმოქმედოდ ყოფნას ვაპირებ.

თბილი ღიმილი ჩემს ბაგეებს თავად წავართვი,
თავად გავწირე თვითგვემისთვის სამარადისოდ.
ცა ისევ ისე აღარ არის ჩემთვის ლამაზი,
მიწამ კი ცოტაც უნდა შეძლოს... უნდა გამიძლოს...

სიცარიელის შეგრძნებაზე თუკი ვერ დავწერ,
მხოლოდ იმიტომ რომ ერთის მწამს - ღმერთი ახლოა!
დიდი ხანია კალენდრიდან რიცხვებს აღარ ვხევ,
დიდიხანია არ მადარდებს ჩემთან რა დროა...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი luana

მართლა უნიჭიერესი ხარ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent