შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოეტის ცხოვრება


25-01-2019, 22:00
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 376

გამარჯობათ, ნახვამდის, საუბარი დასრულდა,
უფრო სევდიანი ვარ სურნელებით რომ ვთვრები,
მეცინება იმდენი ოცნება არ ასრულდა,
უკვე თვალებს მიჭრელებს შემოდგომის ფოთლები.

ეს ცხოვრებაც ხისტია, თავიდან და ბოლოდან,
ასე რომ ვთქვათ რთულია ტკივილი რომ გაჩვენო,
და უფალო შენთანაც ბევრი თხოვნა მოგროვდა,
მაპოვნინე სიმშვიდე, ან რაიმე საჩემო.

მიყვარს ღამის ქალაქიც, რადგან ხალხი არ მხვდება,
და რატომღაც ფიქრებით ისევ მაჯებს ვდარაჯობ,
განვიხილავ ვერსიებს, თუ საჭირო გახდება,
ყელზე ყულფის ჩამოცმას, ალბათ ისევ დანა ჯობს.

აი ისევ მორიგი ნერვიული შეტევა,
მაგრამ მაინც ვპოულობ სასიცოცხლო მიზეზებს,
რადგან ბედნიერება ერთ გოგოში ეტევა,
რადგან ღმერთი ბოლომდე არასდროს არ მიმეტებს.

მაინც უფლის თვალებში ერთი უმადური ვარ
რომ პოეტის სიცოცხლე ამ ფურცელზე თხელია,
საკუთარი თავისთვის ბევრად უფრო ცუდი ვარ,
და ასეთი წუწუნიც, სამყაროზე ძველია.

დამავიწყდა ნატვრები, ძველ ფიქრებში რაც მსურდა,
ოთახში კი გროვდება ცარიელი ბოთლები,
მეცინება იმდენი ოცნება არ ასრულდა,
უკვე თვალებს მიჭრელებს შემოდგომის ფოთლები.

არ მინდოდა ამ ხალხში უფერული შერევა,
და აქამდე ვატარე, სუფთა კაცის სახელი,
ახლა შავი და თეთრი ერთმანეთში მერევა,
სახლშიც უფრო ცოტა მყავს სტუმარი და მნახველი.

აღარ ვეძებ სიახლეს, ვეღარ ვიგებ რა ხდება,
მავიწყდება ფაქტები, ვიმახსოვრებ მომენტებს,
ალბათ ჩვენი ცხოვრება ღმერთმა ასე დაგეგმა
თქვენი სათქმელის წერა დაავალა პოეტებს...

შმაგი წიკლაური




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent