შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი სისხლი


26-01-2019, 22:56
ავტორი martta
ნანახია 1 371

მე ქარს გავატან ფურცლების დასტას
გადავსებული შენზე ფიქრებით
და შემოდგომის ფოთლები მარდად
შეეცილება ჩვენ გრძნობებს საზღვრად.

გავალ გარეთ და დავუწყებ ძებნას
შენზე ოცნებებს,ფიქრებს მდუმარეს
და უსასრულოდ მე გამოვყვები
კვლავ მოფარფატე ყვითლებს მჭმუნვარეს

საზღვარს გადმოვალ და მოვალ შენთან
გაშლილი ფრთებით ჩაგიკრავ გულში
და ვითარც მტრედი,ნაზი, ლამაზი
გაჩენილ სიზმრებს აცოცხლებ სულში.

სულს გააცოცხლებს შენი თვალები
ძარღვებს აავსებს ყვითელი სისხლით
მაგრამ თუ უმალ არ გამოჩნდები
გადვიკარგები ილუზიაში.

და მე კვლავ მარდად,მყარად,იმედით
ნელი ნაბიჯით მივიწევ ბრბოში
ჩემი თვალები შენ ცისფრებს ეძებს
ილუზიიდან - რეალობაში.



№1  offline მოდერი bla.ell

ბრბოში ყოფნა დიდი ბარიერია...კარგი ლექსია პირველად ვხედავ შენს ნიკს ამიტომ მომწონს და იმედი მაქვს კიდევ უფრო უკეთესებს ვიხილავ წარმატებას გისურვებ❤❤

 


№2  offline წევრი martta

bla.ell
ბრბოში ყოფნა დიდი ბარიერია...კარგი ლექსია პირველად ვხედავ შენს ნიკს ამიტომ მომწონს და იმედი მაქვს კიდევ უფრო უკეთესებს ვიხილავ წარმატებას გისურვებ❤❤

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes ❤ ❤ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent