შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ისეთი როგორიცაა სინამდვილეში


27-01-2019, 21:31
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 545

მუდამ მარტოობის ქარი ქროდა,
როცა დეპრესიას ვახველებდი,
როცა დალხენილი დილა მქონდა,
მაშინ მრავლდებოდნენ მნახველები.

მერე გაღიმება აღარ ჩანდა,
გულში წყენა ვეღარ დავატიე,
ყველა გავასწორე მიწასთან და
მხოლოდ საკუთარ თავს ვაპატიე,

თქვენი მინდობა და სიყვარული,
ყველა გულის ცემა სათითაოდ,
მარტო ვამჯობინე სიარული
თქვენ კი კვლავ მომძებნეთ საჭიდაოდ.

რადგან მე არავის ვეჯიბრები,
რადგან აღარავის ვეჯინები,
ხელი ამოვიღე ჯიბიდან და
ხიდზე მოაჯირებს ვეჭიდები.

ცოდვა ჩავიდინე და ვიწვნიე,
თოვლში არ ამოვა კამელია,
ხელი მერამდენედ ჩავიქნიე,
უკვე სათვალავიც ამერია.

აღარც რწმენა შემრჩა საამისოდ,
აღარც ჩაუმქრალი სანთელია,
უნდა კიდევ ერთხელ დაამიწოთ,
ეს ხომ ჩემი სუფთა სახელია.

ყველა ნაბიჯს უნდა გამოცნობა,
ზოგჯერ სხვა ხეა და სხვა ნაყოფი,
ისე გამომგლიჯეთ ყველა გრძნობა,
როგორ დამრჩებოდა გასაყოფი.

წლებმა ჩაიქროლა, გამეცინა,
ბოლოს ეს საათიც გადავწიე,
მერე მოვტრიალდი წავედი და
ზურგში მაინც ტყვია დამაწიეთ.

კვალში ჩამიდექით ნადირივით,
ყველა ნაფეხური დამითვალეთ,
მიტომ გშორდებოდით ნაპირივით,
კოცნა სილაში რომ გამიცვალეთ.

მაინც მჯეროდა რომ მოხვიდოდი,
მაინც თქვენი ყოფნა მაჩერებდა,
გულის როიალის ყველა ნოტი,
შავზე თეთრიაო მაჯერებდა.

ახლა ნერვები მაქვს სამართავი,
სანამ ინფაქტივით დამარტყამენ,
ყველა დანაშაულს მაწერებდა,
თქვენი ლოგიკური სამართალი.

აქ ვარ სისრულეში არ შემოვა,
თქვენი მოგონილი განაჩენი,
ყველა გავაბრაზე გარშემო და
მაინც მგონია რომ გადავრჩები.

მაშინ მახსოვრობაც მივარგოდა,
ახლა მავიწყდება სახელები.
როცა დალხენილი დილა მქონდა,
მაშინ მრავლდებოდნენ მნახველები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent