მოღალატე ვარ .
მოღალატე ვარ, ყოველ ღამით უფალს ვღალატობ და შეუნდობელ ცოდვებით მაქვს სხეული სავსე. ბედნიერების ღიმილებით ისე ვთამაშობ, რომ ნამდვილ სახეს სარკის გარდა ვერავინ არჩევს. მიიწურება იანვარი დღეს და ხვალ დავწერ თებერვლის სუსხზე - იმ ორ დღეზე მარტი რომ ჰპარავს. ხელით ავწმინდავ ნათოვლარზე სისხლისფერ ლაქებს, პირველ თოვლისას ჩემს ეზოში კესანებს დავრგავ. ნიშნად ხსოვნისა, ნიშნად გრძნობის ვერ დავიწყების, მონოგამიამ შემიპყრო თუ ... რა მჭირს არ ვიცი. მე არც პირველი და არც ბოლო ვიცი ვიქნები, ვისაც უყვარს და მაინც მიდის... ვერ თუ არ იცდის. ფიცი გავტეხე... ერთგულების მოღალატე ვარ, საკუთარ თავსაც ყოველ ღამით ვღალატობ შენთან. სიზმრები ისე მომეჩვია ( მოძალადეა! ), გაღვიძებისას შენს ჰაბიტუსს ფიქრებში ვძერწავ. ნაკიანია თებერვალი ( ოცდარვით გადის ), ამ წელს ერთი დღით ნაკლებია ( ესეც ბევრია! ). მახსოვს პირველად როცა თოვდა განდეგილს ვგავდი, მსურდა, რომ მარტო დავხვედროდი ზამთარს ნესტიანს. ყველას ვუთხარი ' - ჩემს ნაწერებს არავის ვუძღვნი! ', რომ შენი თემა დასაწერად უკვე დავხურე. მოღალატე ვარ ჩემი თავის და შემდეგ უფლის, რადგან ჩემს ყოფას, ჩემს ცხოვრებას თავად ვამრუდებ. მონოგამია რომ ვახსენე მანდაც ვცრუობდი, ბევრი დავტოვე შენს შემდეგ და გრძელდება კიდევ. ეგოისტი ვარ ამ გულს მხოლოდ შენ რომ უნდოდი და რაც უნდა ვთქვა ყველა სიტყვას მხოლოდ შენთვის ვწერ. მერე რა თუკი შორსა ხარ და კითხვაც არ გინდა, მერე რაა თუკი კვლავ გახსოვარ ისევ პატარა. ბავშვი რომელიც გამუდმებით კუთხისკენ იჯდა, შენგან შორს ყოფნამ გაზარდა და გაათამამა. ციცქნა ვიყავი... გულწრფელი და უნიღბო მზერით, მხოლოდ სიბნელის მეშინოდა ( ესეც დამთავრდა ). ვიდექი ჩუმად ვით ლომის წინ დამფრთხალი შველი, რომ ის სიბნელე უსათუოდ მე ჩამყლაპავდა. ახლა კი მხოლოდ სიშავეა - სიშავე სულის! გრძნობათა შორის მოვიძულე მონანიება. ვფიქრობ და კითხვებს საკუთარ თავს თავადვე ვუცვლი და ერთ დღეს თავად უფალს ვკითხავ როცა იქნება - ვკითხავ თუ რისთვის იბადება ადამიანი, სცენად რად იქცა ეს სამყარო, რას ფიქრობს თვითონ. არასოდეს რომ არ იქნება ვიცი გვიანი, მაგრამ სინანულს მოკვდავთაგან როგორღა ითხოვს - როდესაც თავად არ დაინდეს... ( ხეს დღემდე სტკივა, დღემდე განიცდის მასზე გაკრულ ქრისტეს ნაწამებს, როგორ ვერავინ შეამჩნია... დასველდა მიწა, როდესაც ჩუმი ცრემლი მოსწყდა დიდრონ წამწამებს. ვფიქრობ და უცებ საკუთარ თავს იმედში ვიჭერ, ლოდინის ბოლოს ყველა დარდი თუკი ქარწყლდება. როგორ გავძლებ რომ ერთხელ მაინც არ დავწერ ისევ, როგორ მომკლა და გამაცოცხლა მისმა თვალებმა. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.