სულ ოთხი წლის ვარ
სულ ოთხი წლის ვარ, სულ მხოლოდ ოთხის, რადგან ლექსებმა ამ დროს მიპოვეს. იცით? გულიდან მე სისხლიც მომდის, ძველად გრძნობები გამომიგონეს. სულ ოთხი წლის ვარ, სულ მხოლოდ ოთხის, რადგან ლექსებმა ამ დროს შემაბეს. ბევრმა შესახებ იცის ამ ოხვრის, ლექსებმა ადრე არვინ შემარგეს. სულ ოთხი წლის ვარ, სულ მხოლოდ ოთხის, რადგან ლექსებმა ამ დროს დამჩაგრეს. არ მომცეს გარდა ტანჯვის და ოფლის და გეტყვით ადრე მათ მე არ მარგეს. ალბათ ხუთისაც მე შევსრულდები, ვნახოთ რას მეტყვის ის ანგელოზი. რა ვქნა, ომიდან ჯერ ვერ ვბრუნდები, მის გამოჩენას სულ არ ველოდი. ხალხნო, როდესაც მე მას აქ ვხედავ, ის ყოველ ჯერზე მე მიყვარდება. არ ვიცი, ამის წერას რად ვბედავ?! რადგან გრძნობანი მე მიასდება! მე ერთი ვიცი ჩემო ძვირფასო, შენდამი გრძნობა ვერ მიმთავრდება. გულმა ბევრჯერ თქვა, ის მე მიყვარსო და ეს გრძნობები განვითარდება. თექვსმეტი წლის ვარ, ჩემო ლამაზო, შენს მსგავსს ვერ ვხედავ ვერსად, ვერავის. იცი? მე მსურს, რომ არ გაგაბრაზო, არ მსურს ჩაძირვა ჩვენი მენავის. ამ სამყაროსთვის შენ ხარ მშვენება და უსასრულოდ ვარ შენით მთვრალი. შენ მომანიჭე ბედნიერება და გააჩაღე შენ ჩემში ალი. შენ ხარ სიცოცხლე ჩემი გულისთვის და ის უშენოდ იქნება მკვდარი. ის ცოცხლობს შენი სიყვარულისთვის და ამ გრძნობებით ის არის წყნარი. შენს დანახვაზე ცეცხლში ვეხვევი, იცი? ვერ გეტყვი რას ვგრძნობ ლამაზო, რადგან სიყვარულზე მეტს ვეწევი, არც კი ვიცი რა შემოგთავაზო. ამ გრძნობაზე ხომ არვის არ უთქვამს, ის ხომ უბრალოდ ჩვენ შეგვიქმნია. ეგ გული ჩემს ვარდს აქ წყალს დაუსხამს, ვგონებ ეს აზრი არ შეგვიცვლია. მე მივაღწიე სიგიჟის ზღვარზე, მე სიგიჟემდე შემყვარებიხარ. მე შენთან ერთად მივდივარ ზღვაზე, გიჟური გრძნობით შეგფარებივარ. მე შენ მიყვარხარ! შენი დაკარგვა?! ჩემი მკვლელობის ჩემთვის ტოლია. და ამ გრძნობების სადმე დამარხვა არის უაზრო ტერიტორია. ჩემთვის ამ ქვეყნად არსებობ ერთი, შენს ფონზე ჩემთვის არვინ არს ღმერთი. შენ ხომ ხარ ჩემი უცვლელი გრძნობა, მსურს ყველა გრძნობით შენი შემკობა. მე ერთი ვიცი ჩემო ძვირფასო, შენდამი გრძნობა ვერ მიმთავრდება. გულმა ბევრჯერ თქვა, ის მე მიყვარსო და ეს გრძნობები განვითარდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.