ვბერდები...
მოჰქრის ჩემკენ ფრაზები, ბედის ნაანდერძები, დაძაბუნდნენ ფეხები.. შენკენ ვეღარ მოდიან.. შენზე აღარ ვფიქრობ და თავს შევატყვე.. ვბერდები.. თვით სიკვდილის მხლებლებად დაცემულნი მოდიან.. მივუყვები შარაგზებს დაობლებულ ბავშვივით, მტკვარი თუღა ღრიალებს, თვალს ცრემლი არ ერევა, მიტოვებულ სიყვარულს უსარგებლო საშვივით, მზის დისკოსკენ მოვისვრი ცად ატყორცნილ გედებად.. შენი იყო მდინარე მოტორტმანე თალხივით, ირწეოდი მკლავებში.. ნუთუ ასე გვეწერა.. სადღეგრძელოდ შეგითქვავ, გალოთებულ ხალხივით, და ღამეულ დაისში გაგაცოცხლებ ფერწერად.. ირევიან ფერები სურვილების წვიმაში.. შენ ვერ იგრძნობ სინანულს, ისევ მთებს დაასველებს, დამიხვდება მეც ის სხვა გამოღებულ წინკარში, და მომავლის ღიმილებს ორივ ხელით მაჩვენებს.. გავუღიმებ წასული გარდამოსვლას მომავალს, ვეღარ ვნახავ მამაჩემს.. ვიცი, მოვა უფალი, მე აქ უკიდეგანო ნოსტალგიად მომაწვა, ჩემს მაგივრად იმ სხვას რომ - მიყვარხარო - უთხარი.. მიიძინე წარსულის გაელვებავ სნეულო, მიეყრებაა ცოდვის ზღვას მიწა მისაგებელი, ის რაც უკვე სხვისია, მე ამაოდ ვჩემულობ, მომეახლნენ სამგზავროდ ჩემი შავი მხედრები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.