ერკე მიდასი - გზები მომავლისა
ისევ დამეწვეთა გზები მომავლისა და წარსულის ბუღში ფეხი შევაბიჯე თითქოს მთვარის ნისლი დროში გაისრისა მისი არსებობაც სივრცეებს აბიჯებს. წამი მოთავსებულ წუთიერ აკვანში წუთი საათების ექოდ გაიფანტა საათს დაუდია ბინა დროის ნავში, გადის წლები ასე, უკუნს აებარგა. თუკი ამღვრეულა სადღაც მთის ჭალები თუკი ბილიკს სადმე სოფლად უხვევია, დროს სივრცის სარკმელში ხელით განავლები უშრეტ წიაღიდან გზა გაუკვლევია. მუდამ შთავაგონებთ თავს რომ შეგვიძლია გავცდეთ საზღვარს რაიც მიჯრით გარწეულა სიტყვა შიშის, ჟამის, ჩქამის მპყრობელია სავსე სამყაროში როს დგახარ ეულად. თუ გონების ძალგვიძს უკან გადახვევა რად არ გვაქვს უნარი ჩვენს წინ გახედების უფრთო ხელებით გვსურს შორით ცამდე ფრენა გვიკვირს რად გამოგვდის მხოლოდ ნახტომები. ვარსკვლავს ემსგავსება ყოფით გალაქტიკა ვარსკვლავს წააგავს თუ ჩვენ რაც გვემართება, სიცოცხლ-სიხარულის ოფლი გამარტივდა სული ციალდება ბოლოს დღისებრ კვდება. წარსულს გავურბივართ სწრაფი შეფიქრებით, მომავლისკენ დროის ზღუდეს მიწვდომა გვსურს მაგრამ რომ გავიგოთ დროის გამიჯნება მთელი სიცხადითა უნდა ჩავწვდეთ წარსულს. შენ - ვინც ალიონზე ამ ტექსტს თვალს ადევნებ უნდა ისწავლო რა დროის დაფასება როცა წამი კვდება, ციურს ადარებენ თუმცა სინათლე კვლავდაკვლავ იბადება, დროში მოგზაური მხოლოდ ის გახდება ვინც გზას ხედავს სიბნელეში განთიადად მაშინ აწმყო წინ და უკან გადახტება და მთვარის ნაპრალს ღიმილს შეამჩნევ ლანდად. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.