შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვეღარ ვმშვიდდები


15-03-2019, 12:49
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 314

დიდი ხანია ხმა მესმის უფლის,
ო როგორ მწიფან მზეში შვინდები,
რომ თურმე მხოლოდ ჩემს თავზე ვწუხდი,
ამეკვიატა.. ვეღარ ვმშვიდდები..

დიდი ხანია მეძახის მამა..
მე კი.. დავყრუვდი.. არ მესმის მისი,
რომ მიილია მითების ხანა
რომ ვერ მივიღე მე ეს საწყისი..

ვდგავარ ფეხშველი შიშველ ვენახში
არ ვეფერები ყლორყებს ამჯერად,
რომ უფლის სისხლი მიდუღს ვენაში,
ჯერაც ვერ მივხვდი.. ჯერაც არ მჯერა...

სადა ხარ დედავ, სახემცინარევ,
მაინც სად გავეც შენი მანდილი..
რომ წუთისოფლის უგზო მდინარე,
ჯერაც ვერ გახდა გავლად ადვილი..

სადღაც კუთხეში ტიროდა მწყემსი
ფუძესმოკვეთილ ლერწამის ენით,
რომ უკვდავება გავცვითე ექვსი..
რომ ვერ დამღალეს ამდენი დევნით..

იყუჩე სულო აღვირახსნილო,
რომ მიუშვია სინდისს სადავე,
გულო, ბევრთათვის უწინ გახსნილო,
დაგასაფლაონ ნეტავ ახლავე..

წიოდა ბედი ცისფერ ცირგვალში,
როგორც უყივლა ხმალმა არსენას,
დემონი მიზის ღმერთო, ცისგვამში!
თქვა და ცოდვილმა ღმერთი ახსენა...



№1  offline მოდერი bla.ell

შეუდარებელი ლექსი საიტის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტისგან❤❤მომნატრებია ეს ლამაზი ლექსები ❤❤

 


№2  offline წევრი sweetgirl

ვგიჟდები შენზე და შენს ულამაზეს ლექსებზე❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი ლეა

არაჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი დასასრული! შენი ლექსები ჩემს გულს მალამოდ ედება))

 


№4  offline წევრი luana

❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent