შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედი რა ლამაზად მიბერდები


18-03-2019, 14:22
ნანახია 2 074

სხვას რას დაგიტოვებ დედაჩემო,
სხვა მე არაფერი შემიქმნია.
სანამ შემიძლია უნდა ვწერო,
თორემ ამაშიც ხელს შემიშლიან -

სხვისი დამსხვრეული იმედები,
ჩემი ოცნებების სასაფლაო.
რა ვქნა...
პოეზიით ვიკვებები,
ყოფა კალმის იქეთ აღარ მახსოვს.

მხოლოდ ერთი ფიქრი არ მასვენებს,
თითქოს შენთან მოსვლას ვაგვიანებ.
ყველა პოზიტივი გავასვენე,
თვალებს შენთან უნდათ ნაღვლიანებს.

დედი
რა ლამაზად მიბერდები,
გვიან შევამჩნიე, როგორ გგავარ.
გუშინ მთელი ღამე წერილს გწერდი,
ყველგან დაგეძებ და
არსად არ ხარ.

ჩემი წერილები გადაყარე,
არ ღირს მეორეჯერ გადაკითხვად.
მათი არსებობა გამაწამებს
ძლიერ მომენატრე!
სხვა რა გითხრა -

გითხრა რას ვფიქრობ ან რას განვიცდი?..
ღიმილის კვლავ ვიყენებ დასაფარად -
სევდის, რომელზედაც შენ არ იცი,
სევდის მე რომელმაც გამაწამა.

ვიცი უსათუოდ ატირდები,
ჩემი მონატრება გაგაგიჟებს.
ცოტაც მოიცა და მანდ ვიქნები,
ახლა
სხვა მიწაზე დავაბიჯებ.

დედი ეგ ცრემლებიც მაპატიე,
სანამ შემიძლია უნდა ვწერო.
გრძნობა ფურცლებზეც ვერ დავატიე,
ძლიერ მომენატრე დედაჩემო!

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი american boy-:d :d

ძაან ლამაზი ლექსი იყო

 


№2  offline წევრი sweetgirl

უბრალოდ საოცრებაა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი ციიც

ძალიან დაამეხმეხმარეთ კარგიქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent