ლოცვად მითქვია სამყაროვ და
უფლის ნიშივით სიზმარეთში ამეკვიატე, დამაგვიანდა გარდამოხსნა შენი ამჯერად, ღმერთთან მიმავალს სიყვარული ლექსად გიამბე, მაგრამ ვერ შესძელ უსხეულოდ ჩემთან დარჩენა.. შენზე ლოცვაში დავამკვიდრე ბნელში ნათელი, წყვდიადის კლდოვან ბილიკებზე ხელში ამყავდი, რომ შენ ხარ ჩემი არსებობის საღმრთო სანთელი, რომ ჩემს გოლგოთას ბილიკებზე პალმად აყვავდი.. და რომ ცოდვილი დაგეძებდი ცოცხალთა შორის, რომ არსებობა მე უშენოდ არ მინანია, რომ მე გიპოვე მოკიაფე ვარსკვლავი შორი, შენს იდეალად არსებობა რომ გვიანია... რომ მე, უგულო, უსხეულოდ გავხდი სიკვდილი, რომ ჩემი ცელი მიაძინებს ისევ ათასებს, რომ მიპოვე და მომაბრუნე სასომიხდილი, ლოცვად მითქვია სამყაროვ და გთხოვ, დააფასე! რომ აღარ ძალუცს სულს უშენოდ თვალის გახელა, რომ საკლიტურად დაჰყოლია შენი ღიმილი, მე რა ვიცოდი.. მზე მყოლია მკერდში რამხელა, რომ უშენობის მაწვალებდა თურმე ტკივილი.. დავდივარ.. ვიცი, ვერ შეგხვდები ვერსად, ძვირფასო, აწი ვერასდროს მოვახერხებ ფეხზე დადგომას, გვიან გავიგე ეგ ცრემლები სამყაროდ ფასობს, და რომ უშენოდ აღარ მინდა მკვდრეთით აღდგომა.. დავალ ეული გაყინული ზამთრის ფიჩხივით, ვერა ზაფხული ამ ბორკილებს ვეღარ დაამსხვრევს, თვალის სინათლევ, ნუ იტირებ, განა გიჩივი, წარწერა გეტყვის ჩემს საფლავზე, სულო, დანარჩენს.. რომ ჯოჯოხეთში დამიჯავშნეს ლუქსის ადგილი, რომ სახე შენი საუკუნოდ მკაწრავს, მაწვალებს, როცა იღიმი ჯოჯოხეთიც ოხრავს დაღლილი, და მოწიწებით შემოსცქერის დახრილ წამწამებს... არ დამჩენია მე შენს გარდა ქვეყნად ანდერძი, შენზე უკეთესს ან ვის რაღა უნდა მიეღო, ოდესმე შეძლებ მაპატიო წყენა ამდენი.. მაგრამ ვინც უნდა დასჯილიყო, დაე, მიეზღოს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.