შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად ჩემი და სად შენი


25-03-2019, 13:49
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 713

დილა ისევ ღამის ნიავს ასაღებს,
ახლა არ ვარ აღარავის სარჩევი,
ღიმილები ნერვიულად ცახცახებს,
პრობლემები - სად ჩემი და სად შენი.

ჩემს ლექსებზე არასოდეს ვიტირებ,
ქარი ქრის და ქარი ქროდა, ქარია...
ახლა ისევ გალაკტიონს ვციტირებ,
მაგრამ მეც ვგრძნობ ნიავს რაც მთავარია.

ქარმა ისევ ყველაფერი არია,
ისევ უნდა შევაგროვო გირჩები,
გარშემო ხომ ყვრლაფერი მკვდარია,
მეც არ ვიცი ზოგჯერ რისთვის ვირჯები.

გადაყარე ლექსები ან დახიე,
თორემ ვიცი გაგიწყრება გამჩენი,
სურვილები ცოტა უკან დახიე,
ოცნებები სად ჩემი და სად შენი.

უწყლოდ სულის ყვავილები გაახმე,
ვიცი არ ვარ სადმე გამოსაჩენი,
ოთახებში ყველა სარკე დაამხე,
კომპლექსები სად ჩემი და სად შენი.

შმაგი წიკლაური



№1  offline წევრი luana

ვაიმე ესეც რა კარგია ❤️ წარმატებებიი❤️❤️

 


№2  offline წევრი shmagidzia

luana
ვაიმე ესეც რა კარგია ❤️ წარმატებებიი❤️❤️

დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent