შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი სიყვარული გალურჯდა...


27-03-2019, 01:26
ავტორი sweetgirl
ნანახია 10 532

ვარდისფერი სიყვარული გალურჯდა
ეს გული კი უშენობით დამუნჯდა
აღარ მოჩანს გზის დასასრულს სინათლე
მთვარევ,გიხმობ,ამ ერთხელაც ინათე...

არავინ მყავს მე ამ გრძნობის ქომაგი
ხოლო ტანჯვა კი გამომდის ორმაგი
აი,ისევ ჩამოვისხი სასმელი
მას ვუთხარი,რაც კი მქონდა სათქმელი...

მოდი,ამ გულს გაუხსენი სადავე
შენ ხარ ჩემი ტკივილების სათავე
შეიძლება შენი მსგავსი ვერ ვნახო
არ მოდიხარ,არ გჭირდები,ვერა,ხო?

სიყვარული გულის ხიდის ბეწვია
გაექეცი,ვაი,ის თუ გეწვია
იქ იქნება შენი გლოვის საწყისი
ვერ გიშველის არც ღვინო,არც სასმისი...

ვარდისფერი სიყვარული გალურჯდა
ეს გული კი უშენობით დამუნჯდა
თვალზე შენი კოცნა აღარ მაცხია
ეს კი ჩვენი სიყვარულის მარცხია...



№1  offline მოდერი bla.ell

რითმა როგორც ასეთი დიდად არმიყვარს მაგრამ კარგად გადმოსცემ სათქმელს და მომწონს ძვირფასო მარიამblushheart_eyes

 


№2  offline წევრი sweetgirl

bla.ell
რითმა როგორც ასეთი დიდად არმიყვარს მაგრამ კარგად გადმოსცემ სათქმელს და მომწონს ძვირფასო მარიამblushheart_eyes

დიდი მადლობა ელ❤️❤️ მე შენ მომწონხარ ძალიან❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent