უშენოდ გატარებულ დროს ვერ ავიტან !
თავსაბურავად რომ ხმარობდი წითელ მოსახვევს, ვმალავ და ვუვლი მიტოვებულ სახლის სარდაფში. ვჩქარობდი, შენთან მოვდიოდი ავცდი მოსახვევს, გადაგმალე და ფერფლი ხარ ახლა ძველი ზარდახშის. გადუთეთრია თეთრ თოვლს შენი თმის ფერი მიწა... და წერტილები მძიმეებს შორის უკვე ბევრია. საგულდაგულოდ გადამალულ კაეშანს ვფლითავ იმის ფონზე რომ თმაში ჭაღარა შემომერია. შემომერია გულზე პულსის მაღალი ფონი, შენი მოკლული შვილებიდან ერთერთს რომ ვგავარ. ჩემი სხეულის მასას უკვე მეასედ ვწონი და ტრაგედიის საფლავზე მდგარი ურყევი ქვა ვარ. რა ვარ ? ვინა ვარ ? ბრალი ახლა უფრო შენია. რომ ვერ იპოვე ჩვენს ყოფაში შენი სამყოფი... იასამნები შენს საფლავზე უხმოდ მღერიან, გამოდი, გეძებ! ვერ გპოულობ ! გიხმობ ! გამოდი ! გამოდი ღრუბლრებს მოუყევი შენი ამბები, დაბრუნდი მინდა გიკმარო და აღარ გაგიშვა... მე ღმერთის რისხვას უკვე ჩუმად დავნებდი, მაგრამ უშენოდ გატარებულ დროს ვერ ავიტან ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.