ვინ იცის რას ვმალავ ღიმილის მიღმა
ვინ იცის რას ვმალავ ღიმილის მიღმა და საერთოდ რომელი სიგიჟე მაცინებს.... თაროზე შემოვდე რაც გულით მიყვარდა, მივდივარ და შენი თვალები მაცილებს. ქუჩაში დადიან წყვილები ვარდებით, ყველაფერს გარშემო უაზროდ ვიწონებ, ვზივარ და საყაროს ფერადი კადრებით, ისევე საკუთარ სიმშვიდეს ვიგონებ. მე მეტსაც ავიტან, ჩემს გამო ნუ ღელავ კისრიდან შენს ხელებს ჯიუტად ვიშორებ, გულიდან გააგდე ტკივილი სულ ყველა, უბრალოდ მომავლის იმედით იცხოვრე. ხელებმა მორიგი ლექსი რომ დახიონ, ვიცინებ უზომოდ, ვიცინებ დაღლამდე, გამოდი ქუჩაში ვეცეკვოთ ლამპიონს და მორიგ ენდორფინს გაგატან სახლამდე. შენ ერთი ხევსური პოეტი გიყვარდა, ის გრძნობა რატომღაც სულში რომ მაციებს, ვინ იცის რას ვმალავ ღიმილის მიღმა და საერთოდ რომელი სიგიჟე მაცინებს... შმაგი წიკლაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.