შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარში მეზმანე


25-06-2019, 17:42
ავტორი მზისა
ნანახია 1 869

ქუჩაში გავყავარ მომღერალ როიალს,
სველ, ვიწრო ქვაფენილს სუნი აქვს ატმების,
და აქვე, კაფეში, კუთხეში გოგონა
მარტო სვავს კოქტეილს, ორმაგი ვნებებით.
კედელთან დავდექი, სიგარას ვაბოლებ,
თითქოს და ვერც ვამჩნევ, არადა და ვერ ვწყდები,
წვრილ მხრებზე შავი თმა გაშლია სუდარად
თვალებს კი გიშერად ცრემლები ამკობენ.
თავდახრით, უძრავად მიირთმევს სასმისს და
ვერ ამჩნევს ვერაფერს ვარდის და დროს გარდა,
უეცრად ირხევა, ხელებს დახლს ურტყავს,
ყვირის და სირბილით არღვევს მყრალ, სქელ ტალღას.
ქუჩაში გადის და მეც უკან მივყვები,
მაღალი, კაბა აქვს დამკვდარი თეძოზე,
მაღალი ქუსლები წამებში ხელში აქვს
და შიშველ ფეხებით ქვაფენილს ასწორებს.
კუთხეში ნერვებმა მიმტყუნა ბოლომდის,
წელზე ვხვევ ხელებს და ვაჩერებ თავხედად,
სიგარას ჯერ კიდევ ტუჩებით ვაბოლებ
და მას ეს ჟესტები არ აკრთობს სრულიად.
მიყურებს, მგონია ვენერა მეზმანა,
მის მზერას არ აკრთობს არცერთი სიურჩე,
სახეზე შავბნელი წამები ატყვია,
შლამები ჩურჩულებს წამების შესახებ.
უეცრად ვხვდები რომ ვსველდებით ორთავე,
ჩემს პიჯაკს ვაცმევ და ხელებში ვიტაცებ,
ოთახში შემყავს და საწოლზე ვუთითებ
წამოწვეს, მანამდის მოვუტან რამე ცხელს.

----

ძვირფასო, მეზმანე წუხელის უეცრად,
კაფეში ლამაზი, ცივი და მტირალი,
ოღონდაც მითხარი შლამები საიდან
და ვფიცავ,სიზმარშიც დაგტოვებ თავიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent