შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი სულელები


14-07-2019, 22:39
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 256

გრძნობა რითმასავით გულში დამებადა,
ცოტა გადარჩენა - ბევრი სუიციდი,
მონატრებამდეა ძნელი გაძლება და
სანამ გამაგზავნი ისევ იმის იქით.

თავსაც კიდევ ერთი წასვლა შევთავაზე,
სადაც ყვავდებიან მხოლოდ კუნელები,
მხოლოდ ჩვენ დავრჩებით ალბათ ქვეყანაზე,
მარტო მოსეირნე თეთრი სულელები.

თავისუფლებაა ბოლო გაფრენა და,
ერთი ნაბიჯია მხოლოდ დასაძლევი,
ჩემი სამყაროა, რომ არ გაფერადდა,
ჩემი ხასიათი - რთული გასაძლები.

სიტყვაც ცარიელი უწყლო მათარაა,
ნუგეშს ვეღარ მაძლევს ქარი დანაბერი,
შენთვის სიყვარული სიტყვის მასალაა,
ჩემთვის სიცოცხლეა, მეტი არაფერი.

შმაგი წიკლაური




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent