ზღვის ქაფები
სახეზე გადასულ ზღვას ტალღებში მივყვებოდი. შენც მანდ იყავი, ოღონდ თეთრი ქაფების კაბა გეცვა. თითქოს მარადიული გვყოფდა და თითქოს რაღაც ახლანდელი გვაერთებდა. როგორც უყვარდა ზღვისპირა სანაპიროს შენი სხეულის ქვიშაში ცრეცა. ვუერთდებოდი მკერდთან მნათობ ვარსკვლავს და სხივები მაგონებდნენ ცისარტყელების ქაოსს, ჩვენი შეხების მაგა ნათებამ სანაპიროს ქვებშიც გამოაღვიძა მითიური ზღვის კაცები. შევაღწიეთ ყველა მხატვრის გენიალურ ნახატში, სადაც ლურჯი ჭარბობს ყვითელს. და შენც იმპრესიონისტების მზეში ქვიშაში გაწექი. ღამის უხვმა ქროლვების მეგა ძალამ, შენი სახის ყველა ხაზის იდუმალება მაცნო. როცა ერთ დროს ასე აალებადი ცეცხლი ვულკანის ყელთან, ისე იქცევა შენი კეკლუცი სხეული ჩემს სიახლოვეს და ცოტას შენი თითებიც ანცობს. სიჩუმე უფროა შენთან აღქმადი, ვიდრე ხმაურის დროს, ველური ბუნების გუშაგები გდარაჯობენ, რომ არ გატკინო სიზმრები. ელიან შენ ხსნას ჩემგან ცოტა ხნით მაინც, რომ წაგიყვანონ შორეთის ზვირთებში, სადაც ჩნდები ყოველ წამს და მერე ისევ ქრები. აი, ახლა ვარ ყველაზე ახლოს შენივე ჩრდილთან, საუკუნეების ნაოჭებს ვხედავ შენ ტანზე, სადაც თავი მოუყრია ბერძნების ნააზრევს თუ იტალიელების მარმარილოთა კვეთას. სადაც ვწვებოდი მახსოვს, როცა მირბოდი ჩემს ოცნებებში შენივე სიმორცხვის ხმაზე. როცა ვერთდებით მაშინ ალბათ ჩემი ხავსები ფერს იცვლიან. მაშინ ზღვისპირა კუნძულზე აღარ მელიან ჩემი ერთფეროვანი დღეები. მაშინ ქნარი ვარ და შენ სულში ვუკრავ შენივე თითებით. მაშინ ფოთლები ვარ და შენ კი სამყაროში ჯარი ხეების. გულუბყვრილო ბავშვის ოცნებასავით თეთრია ახლა შენი სული, სადაც ზღვიდან გამოყოლილი თოლიები დათოვლივ თილისმად იქცევიან. ახლა შენი სული თრთის, რადგან მასშია ჩემი შენნარევი გარსის ჯერ კიდევ შერჩენილი მჟუტავი ალი, სადაც ელოდებიან ახდენას ჩემი ყველა ოცნების ხაზები, რომლებიც შენ შიგნით თვითმკვლელის იმედებივით არ ქრებიან. და ასე მიუწვდომლად იქეცი, როცა მე გაჩვენე თუ როგორი ნაპრალია ჩვენთან, როცა შენ მანახე, რომ შენი სულის თეთრი თოლიები ზღვის ქაფებით ავსებდნენ ამ ნაპრალს, მაშინ მე ვიგრძენი სხეულის სითბო და მოვეშვი შენს მკლავებში. შენ კი მიყვებოდი უკვე ბოლოსკენ ჩვენი შეხვედრის სულ პირველ ამბავს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.