შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემს თვალებში გაორებული...


30-07-2019, 09:24
ავტორი sofi machavariani
ნანახია 1 460

როგორც კლარჯეთში მზე ჩადიოდა,
ისე წვიმდა და ისე ჰყვაოდა
ჩემი ნატვრის ხე, ხელით დარგული
იზრდებოდა და დრო გადიოდა...
მე ისევ ის ვარ, შენ კი შეცვლილი
ჰგავხარ მარტის თოვლს მიწას ადნები,
შენში სიყალბებ მე წამაქცია...
წამაქციე და ისევ ავდგები!
შენ კი შეცვლილი ისევ ამყვები,
ისე გაქრები, როგორც სიზმარი
მე შენნაირი „ბოღმა“ არავარ
და არც სახეზე მადევს ნიღაბი.
გვირგვინი გადგას თავზე -ამაყობ,
რომ თვითონ არ ხარ მეფის შეგირდი
თუ ხარ ძლიერი კიდევ შემპირდი!
ვერ შემისრულე?! ვეღარ შემრიგდი?!
მაშინ ხარ მეფე : სუსტი, უძლური
შენ დასაცინი ხდები ქარების,
ლურჯი ცა ისევ გაგეხიზნება
მეც მომბეზრდები, დაგეკარგები...
წრეგადასული ვეღარ ინატრებ
წარსულის უკვე აღარ დგას სუნი
არც მომავალი აღარ იდარდებს
შენში სიცრუის თუ ფეთქავ გული.
ძალდაშრეტილი ალბათ იქნები
არყოფნის კიდეს დაშორებული
ალმინავლული ქრები ნელნელა
შენ , ჩემს თვალებში გაორებული!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent