შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..გთხოვ, შენ გადარჩი..


31-03-2018, 01:14
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 518

ცისფერ ქაოსში ჰყვაოდა ფითრი,
წითელი, როგორც დაისის თოვლი,
მაკლია რაღაც რაც აწ არ ითქმის,
რაღაც თბილი და სავსე სისოვლით.

ვწერდი ტაეპებს როგორც მოცარტი,
როგორც სულელი ცელქი ღიმილით,
სიკვდილმა ბედის გაშალა კარტი,
როგორც მარყუჟში ყელის ტკივილი..

ვხედავ არსებებს თეთრი ხატებით,
და მე არ ვიცი როგორ გათენდა,
ასე, კივილის ბრმა ატატებით,
სიზმარეული წავალ აქედან.

ვხედავდი შოპენს მუხლზე დაჩოქილს,
მოხუც ბეთხოვენს სთხოვდა სიბრმავეს,
და მე აფთარი კლდიდან მოვედი,
რომ გამეფურჩქნა შენში იმავე..

დავარდა დარდი, დღე უძინარი,
ღამეგანათევ მსხლებში დაბერდა,
რომ ხელმწიფე ვარ გაუცინარი,
რომ უშენობა ისევ დამჩემდა..

ეხვევა გველი მზისფერ ყაითნებს,
და რძისფერ შროშანს მთვარე გაათბობს,
ო, როგორ მინდა ქვევრში ჩავიქცე,
ან ქაოსიდან სადმე გადამრთონ...

ვინ ხარ არ ვიცი, და თუ კვლავ ვიცი,
რატომ ხარ, რისთვის, თავად არ მესმის,
ვეღარ მომძებნით.. მე არ დავიცდი,
რაღად გიხსენებ, მე ხომ დავეცი..

დაუძენძია მიწას მუხლები,
გამოუკიდავს ეთერს მშვიდობა,
ყოველ საღამოს, შენგან ვბრუნდები,
და მერე უფალს შევთხოვ შენდობას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent