ჩემო ცეცხლივით წმინდავ...
ერთი ლამაზი ქალის, სურნელს მივყვები ისევ, და უკვდავების გავლით გარდავიქმნები მყისვე.. სადღაც ანთია ცეცხლი.. ღველფი ჩურჩულებს სადღაც სულ არ ეტყობათ ჩელტებს შენი ლოდინით დაღლა.. სურნელი მიჰქრის ქარში ქარიზანთემების ოდას, წყვდიადის ფოსფორ თვალში დაათევს შემოდგომას.. მივდევ ლამაზის სურნელს ქედს რომ უდრეკენ მთები, ცრემლი რომ სცვივა კუნელს მჭვრეტს ცეცხლოვანი თმების.. ვეღარ ვეწევი ვგონებ.. ვგრძნობ შესვენება მინდა.. ო, ცეცხლოვანო, გმონებ, მცირედ შესდექი, წმინდავ.. მხედავ გეზს იცვლის ქარი სურნელი მოაქვს ჩემთან, მოდი გეძახის მთვარე მოდი და ვიყოთ ერთად.. ზედ სახეზე მცემს ღველფი, მისი სურნელის დარად, მხოლოდ ამ სურნელს ვეტრფი ჩემგან გაქცევა კმარა.. მივქრით.. მდევარი მოგვდევს.. დაგვეწევიან ფიქრით.. ვინც მე მიყვარდა ოდეს, ჩაგვსაფრებია იქით... ყორანს დააფრთხობს ცეცხლი, ჩვენს ჰარმონიას სისხლი, ისევ ოცდაათ ვერცხლად გაგვყიდეს, სულო, იცი?! ტკბილად იღიმის იგი, იმ ცეცხლოვანის გვამთან, ვხედავ ჯალათის ხელებს, ფართოდ გაღებულ კართან.. თავი მოგკვეთეს.. ისევ კვლავ უძლური ვარ.. თითქმის.. და გრძნებით შეკრულ ღობის, ბრმა ლაწალუწი ისმის.. დაე, წამოდგნენ მკვდრები.. სიკვდილი ყველა ავსულს.. და მომაკვდავთა ხმები ბინდით ფარავენ წარსულს.. ცეცხლის სურნელით ვთვრები.. ახლაც კი, შენთან მინდა.. რა დრო გავიდა, ხვდები?! ჩემო ცეცხლივით წმინდავ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.