შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილუზიაა ყველაფერი ჩემი შექმნილი . . .


11-09-2019, 23:40
ნანახია 1 557

შენ სახლში ღმერთი გელოდება ცოლ შვილის სახით,
მე სახლში სადაც გავიზარდე აღარც მელიან.
გამოვიკეტე შეშლილივით საკუთარ თავში
და ეს ბაგენი გამუდმებით შენზე ყვებიან -

რომ თურმე ისე მოიპარე ჩემს სულთან ახლოს,
წასვლის უფლებას საკუთარ თავს არ (თუ ვერ) ვაძლევ.
მე შენთან ერთად (თუნდაც ახლოს) წამიც არ მახსოვს,
მაგრამ თამამად განვაცხადებ, რომ შენ შემავსე.

მაკლდი და თითქოს ღმერთმაც ასე ინება ჩემთვის,
თუმცა შენ ღმერთი შვილის მზერით გიყურებს ჩემო.
მე მთვარესავით შავ ღამეში შემოვრჩი კენტი,
შენ ვიღაც სულ სხვა გიყურებს და სულ ყველგან გჩემობს -

რომ მისი ხარ და მე ზღაპარი
-არც კი ვარსებობ,
ილუზიაა ყველაფერი ჩემი შექმნილი,
მე შენი ხმა და შენს თვალებში ცქერა არ მეყო
და ყველა სიტყვა მაპატიე როცა შეგპირდი,

რომ გრძნობებს ჩემგან გავფანტავდი
შიშმა შემიპყრო,
რომ ერთ დღეს შენთან საერთოც კი არა დამრჩება.
რა მოხდებოდა შენი ღმერთი ჩემო მე ვიყო
და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე დილით ხატებთან.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი რიტორიკა

Ra lamazia Dzalian momwons

 


№2  offline წევრი bird of life

ძალიან ემოციური იყო, ვისიამოვნე, გულში ჩამწვდომი სიტყვებია. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent