შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითხოვდი ხელებს ვარდად შემრეშილს...


28-09-2019, 13:58
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 529

აჰა. გასცვივდათ ვარდებს ფოთლები,
და მესაკრავედ გადიქცნენ ქარის,
ჩემი ძეძნების ზღვა მეომრების,
შორეულ სურნელს მოიტანს ქალის..

დასტყვია სისხლი ნაჭრილობევზე,
გამხმარ ყაყაჩოს აწვიმს ნარინჯი,
მძიმე სხეული ძეძნის ღობეზე,
მიუბჯენია.. სამი ნაბიჯი..

სამი ნაბიჯი მაშორებს შენს გზას,
გზას შენს მზემდე და უკვდავებამდე,
ფერდში დაჭრილმა გავცურე თემზა,
ო, რა შორია სულთქმავ შენამდე..

ვწევარ ბალახად სევდით დაღლილი,
ციდან ნარინჯი მაწვიმს და მათოვს,
და უკვდავება შენით განცდილი,
როგორც თვალები მზესავით მათბობს..

თოვდნენ საღამოს ცრემლად ფიფქები,
და მხოლოდ ჩემი მიწა დასველდა,
რომ მალე მე აქ აღარ ვიქნები,
რომ უკვდავებავ, წავალთ აქედან..

ვითხოვდი ხელებს ვარდად შემრეშილს,
როცა სურნელი ვარდის გამშორდა,
შემოდგომისგან ნარინჯით შეშლილს,
სურნელი მეცა ტაძრის ახლოდან..

მეცა სურნელი თაფლის და ფიჭის,
ხელში მეჭირა უკვდავს სანთელი..
რომ შენ მოხვედი, ჰო.. უკვე ვიცი..
რომ დამიმკვიდრე ზეცად ნათელი..

არ იყო ცეცხლი ჩაუფერფლავი..
ო ეს მოწყენაც ისე დამჩემდა..
ო, ჩემთან იყო ახლა ნეტავი..
თვალებში მზემაც სანამ დამტოვა..



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

გავგიჟდი ისე კარგად წერ ????"პოეზია" ისეთი კარგია ,და ბედნიერება როცა შეგიძლია შენ თვითონ შექმნა რაღაც ????ახლა რომ ვაკვირდები ჩემიდაწერილი რაღავ ნაჯღაბნია????უდაოდ კარგია ყოჩაღ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent