წერილი მეგობარს
და ახლა ვითომ კვლავ ბნელდება შარაგზა ირგვლივ და ამ კალამსაც ვიღაც მტაცებს და მიაქვს სადღაც, ახლა მთავრდება სიხარული და წვება ნისლი კვლავ პატიება არის რასაც ვერავინ მიშლის. მუხანათობა ისევ დამდევს და მაცლის ცრემლებს, ეს დღეებია ირგვლივ ყველას რაღაც ეცვლება, წუთისოფელი გვაჯავრებს და კვლავ სადღაც მიდის წუთში შეგვიცვლ ხასიათს და დაგვტოვებს ნისლში, ზოგჯერაც კიდეც მუხანათი გვაჩუქებს ღიმილს, წამში შეგვიცვლის მოღრუბლულ ცას თეთრებში ხატავს და ამ ნაცრისფერს უფრო მეტად თუ ჩაგვიმუქებს ნათელი მაინც გაიმარჯვებს, უფალს აქვს ძალა. იმედი არის მეგობარო,ამ დროს მთავარი, რაც უფრო მეტად შენ გჭირდება ჩემო სიცოცხლე, ეს არ დაკარგო,დაიჭირე,ნუ უშვებ ნაზ ხელს და რწმენაც მოვა მას რო მოსდევს და გვიცვლის აზრებს. ახლა ცრემლები იპოვნიან ბილიკებს თვისით, ახლა კი ლოცვა მე დამრჩება სათქმელი შენთვის, არ ენდო ბოროტს,კეთილს უნდე მაგ თბილი გული და დაიჯერე,შიყვარე იმედი სულით. ღმერთი არს შენთან,არ დაგტოვებს,ნათელს გიგზავნის, ღვთისმშობელი კი კალთას გფარავს უხილავს ნაზად, მაგ ლამაზ თმებზე ვერა ხედავ?იმედს რომ გაწნავს და ლამაზ თვალებს რომ გიკოცნის იესოს მამა. ახლა დრო გადის და სწორდება გარემო ირგვლივ, უფალი არის ქვეყნიერების ის დიდი ძალა, ჰოდა რაღა ვთქვა დავამატებ ჩემივე სიტყვებს უფალს მიენდე, არ გაგწირავს,იპოვნი ამ გზას. ბედნიერება გავაყოლე შენს ლამაზ თითებს, რწმენა კი მოვა დაგიკოცნის ლავიწებს ნაზად და ეს გრძნობა რომ გამახელებს,გიგზავნი გულით, შენ მოიხმარე,შენთვის იყოს ლხილული ძალა. ბოლოს კვლავ ჩნდება ნაზი სხივი მოღრუბლულ ცაზე, შენ ირგვლივ ნაზად დაიმკვიდრებს გზებსაც ნათელი, მე კი გავყვები წვიმიანში დანამულ ქუჩებს, იყავი კარგად,ნუ იღელვებ,არ ეცე დარდებს. მე ჩემო კარგო,ვივლი ასე წვიმიან ტყეში, შენ იყავ კარგად და ელოდე იმედს ამ ლექსში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.