შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კომა" ლექსები.


19-10-2019, 18:32
ავტორი Whisper
ნანახია 2 116

***
და ისევ წვიმა, სიცივე, ნისლი...
რუხი ღრუბლების მიღმა სილურჯე,
თითქოს ცრემლები, სახეზე სისხლი,
ისევ გრძნობების მკვდარი სიმუნჯე.
ხეთა სილუეტს გაჰყურებს თვალი,
ჩუმი შრიალი ჩაესმით ყურებს,
და ჩემს გარშემო ათასი მკვდარი,
და ათასივე მე რომ მიყურებს...
ქარი უბერავს...სხეულს მისერავს,
ცივი შეხებით ძვლებს ეფერება,
და მაინც ვერ მკლავს...ალბათ, ვერ ბედავს,
დაფერფლილ გრძნობებს ვალსს ეცეკვება...
და...აპათია...სულში სიცივე,
გარეთ გავყურებ გულგრილად ისევ,
ახლაც არ მტკივა, ისევ იგივე
გრძნობის დაფლეთილ ნაწილებს მივსდევ...
რამდენი ხმაა, რამდენი თხოვნა,
თავში ათასი სახე ჩამტირის,
სიზმრად ქცეული გრძნობების ბოდვა
კვლავ უშედეგოდ, ფუჭად ჩამყვირის...
სიცარიელე...სიჩუმე...მკვდარი...
თითქოს გახრწნილი უსულო გვამი,
ჩემი სხეული, თითქოს დამწვარი,
გაგიჟებამდე სულ ერთი წამი...
და ისევ...წვიმა...სიცივე...ნისლი...
რუხი ღრუბლების მიღმა...სიკვდილი...
თითქოს ცრემლები, სახეზე სისხლი...
აპათიური...ცივი...სიცილი...
4.05.2019.
***
მკვდრების სხეულები შავად გაფანტული,
სისხლის ჭაობების მყრალი გუბეები,
ძვალთა ნამსხვრევები, ხორცი გაფატრული,
საწყლად ჩაცვენილი თვალის უპეები.
აქ ყელგამოღადრულ მუნჯთა ქაოსია,
სადღაც დატეხილი ძვლებით შეტაკება,
სულით გარდაცვლილთა უგრძნო პათოსია,
სიკვდილს გაცინების უჭირს შეკავება.
ცივი ირონიით ხატავს სილუეტებს,
გვამზე კანშესხმული მკვდარი ანგელოზი,
ცეკვავს ყვავთა ხროვა ძვლებზე მენუეტებს,
იქვე იღიმება ჩუმად თანატოსი.
სულში დამიარა სუსხმა, ვიყინები,
და სისხლგაყინული ბევრჯერ წავიქეცი,
ადრე ტკივილისგან ალბათ ვიტირებდი,
დღეს კი სიკვდილისკენ ღელვით გავიქეცი.
ცივი ჩახუტება, ტკბილი შეგრძნებები,
მისი კმაყოფილი, ურცხვი ჩაცინება,
თვალთა შეფარული, უტყვი შეხვედრები,
და მის გრძელ მკლავებში უმალ ჩაძინება.
ჩუმი ტკივილები წვიმად წამოვიდა,
ცოდვად გაიფანტა სული დაკაწრული,
თუმცა სიბნელიდან დღე ვერ გამოვიდა,
მაინც ტკბილი არის ჩემი დასასრული.
ისევ ჩაცვენილი თვალის უპეები,
ძვალთა ნამსხვრევები, ხორცი გაფატრული,
სისხლის ჭაობების მყრალი გუბეები,
მკვდრების სხეულები შავად გაფანტული.
7.08.2019
***
აუტანელი ტკივილი, კვდომა,
თითქოს დამწვარი, ხმელი ჭადარი,
თითქოს სიკვდილმა სიცოცხლე მთხოვა,
და დამიტოვა სევდის ტაძარი.
კვლავ მეყვირება, კვლავ შველას ვითხოვ,
და ისევ ტკივილს ტკივილით მივსდევ,
და დღეს არ ვიცი რაღაზე ვფიქრობ,
და კვლავ სიცოცხლეს რა მიზნით ვირჩევ.
ახლა არ მინდა მტკიოდეს, მაგრამ...
თითქოს სხეულში ძვლები ჩამემტვრა,
კედლებზე სისხლით ღიმილებს ვკაწრავ,
თუმცა იმედი უმალ დამემსხვრა.
დღეს უკვე ცივა, დაგვტირის ზეცა,
დღეს უკვე მცივა, ისევ ვერ ვთბები,
და როგორც მხეცი უმწეოს ეცა,
ისე დამგლიჯა ცხოვრებამ, ვკვდები.
თუმცა...რა მტკივა...ან რატომ? რისთვის?
რატომ მამძიმებს უაზრო სევდა,
ჩემი აზრები, გრძნობები იბრძვის,
მე კი უაზრო სევდა დამჩემდა.
სიცარიელედ ჩამექცა წვიმა,
სულში უფსკერო, ბნელი ჭაობი,
ახლა...არც ვიცი...კვლავ რამე მინდა?
საკუთარ თავთან ისევ ვდაობდი.
საიდან გაჩნდა ეს სიძულვილი?
რატომ ამევსო ზიზღით თვალები,
რა არ მასვენებს...რისი წყურვილი?
რატომ გადამაქვს წლები წვალებით?
რისი მწამს? მჯერა?...ახლა, არაფრის,
არც სიყვარულის სიწმინდეს ვიგრძნობ,
პატარა ბავშვი უკვე არ არის,
ახლა ჩემს დამპალ ნახევარს ვიცნობ.
არც ალიონის მშვენება მიპყრობს,
ვეღარც ბუნების ფერებით ვტკბები,
ახლა ზიზღი და სიბნელე მიხმობს,
უბრალოდ ვკვდები...უბრალოდ ვკვდები...
თუმცა ცარიელ სხეულს დავათრევ,
არსებობისთვის ვწირავ მომავალს,
და გრძნობებს როგორც ნორჩ ფოთლებს დავხევ,
აღარ შევხვდები მზეს ამომავალს.
და მაინც მტკივა, მამძიმებს რაღაც,
ვერ მოისვენეს ჩემში ფიქრებმა,
მინდა რომ გავქრე...წავიდე სადღაც,
და იქ ამიგონ სახლი ფიფქებმა...
არ ვიცი რას ვწერ...რისი თქმა მინდა?
ალბათ უბრალოდ სული დავცალე,
ჩემში ტკივილი ყოველთვის წვიმდა,
ახლა გონება ფიქრით დავღალე.
წამით ვიგრძენი სიცოცხლე ისევ,
წამით ტკივილი სიმშვიდედ მექცა,
თუმცა უწყვეტად დასასრულს მივსდევ,
ახლა გონება სიკვდილს გაექცა.
1.09.2019

უცნაური სურვილი გამიჩნდა გამეზიარებინა ჩემი ის ლექსები, რომლებიც მოთხრობაში "კომა" ჩავაქსოვე...

ა.კ.



№1  offline წევრი izabella

,,კომა" რომ წავიკითხე ისე გამიხარდა, გვერდით რა ეწერა ყურადღება აღარ მიმიქცევია.
ლექსებით გადმოცემული ამბავი? ძალიან მაგარია.
სამ უძლიერეს ლექსში ჩაატიე ნაწარმოების წარსული და აწმყო.
შენ მთელი ისტორია გადმოეცი ამ ლექსებით და გამოგიტყდები, ესენი უფრო მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ის რასაც ვკითხულობდი თავებად. რა გითხრა? კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. blush

 


№2  offline წევრი Whisper

izabella
,,კომა" რომ წავიკითხე ისე გამიხარდა, გვერდით რა ეწერა ყურადღება აღარ მიმიქცევია.
ლექსებით გადმოცემული ამბავი? ძალიან მაგარია.
სამ უძლიერეს ლექსში ჩაატიე ნაწარმოების წარსული და აწმყო.
შენ მთელი ისტორია გადმოეცი ამ ლექსებით და გამოგიტყდები, ესენი უფრო მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ის რასაც ვკითხულობდი თავებად. რა გითხრა? კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. blush

izabella
,,კომა" რომ წავიკითხე ისე გამიხარდა, გვერდით რა ეწერა ყურადღება აღარ მიმიქცევია.
ლექსებით გადმოცემული ამბავი? ძალიან მაგარია.
სამ უძლიერეს ლექსში ჩაატიე ნაწარმოების წარსული და აწმყო.
შენ მთელი ისტორია გადმოეცი ამ ლექსებით და გამოგიტყდები, ესენი უფრო მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ის რასაც ვკითხულობდი თავებად. რა გითხრა? კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. blush

ეს ლექსები მოთხრობამდე ბევრად ადრე დაიწერა. უფრო მძიმე წასაკითხი ალბათ იმიტომაა, რომ ამ ლექსებში მთელი ჩემი იმდროინდელი სულიერი მდგომარეობა ჩავაქსოვე და როცა მოთხრობის წერა დავიწყე, ვფიქრობდი იმაზე, რომ რეალურად მეც კომაში ვიყავი. იმ სამყაროში, სადაც ვერ ვგრძნობდი, სადაც სიყვარული და ბედნიერება, უბრალოდ არ მახსოვდა, მხოლოდ ტკივილი...ტკივილი, რომ იმას ვერ ვიხსენებდი, რაც მაბედნიერებდა და რაც მახსენდებოდა, უბრალოდ აღარ მაბედნიერებდა. მადლობა საყვარელო მკითხველო!❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent