***
*** მიხმობდი ჩემო სულო ფარულო, მსდევა დღეები უსიყვარულო და გრძნობით იგი ჩემი მპყრობელი, იყო ცრემლივით შეუშრობელი... ვეძებე ქვეყნად ადამიანი, ვნახე სიტლანქე და გულგრილობა, ვერ ვპოვე, ალბათ დავაგვიანე, ვით გავიმთელო ახლა ჭრილობა?!... მსდევდა ყრმობიდან მძაფრი დინებით, დიდის ტაღათა მოწადინებით იგი რაც სხვათგან გამომარჩევდა, თუმცა ვერასდროს ვერვინ ამჩნევდა, აჰ, ვიყავ ობლად, ვით პირამიდა მე აკლდამების აღვმართე ბჭენი, წავიდნენ წლები, დღენი გავიდა და შევიყვარე მშვენება შენი... ვით გაიგებდი შენ ასეთ გრძნობას, როგორ შეძლებდი ღვთიურის ცნობას, ალბათ ამიტომ გულგრილი სახით ბავშვურ ანცობით, ბავშვურ სილაღით, შენ მე მომკალი... მაგრამ აღვსდექი, ისევ გავცოცხლდი, ფეხზე დავდექი, ისევ უდაბნოს მივანდე თავი, და კვლავაც მხიბლავს სივრცე უძრავი, სადაც ვარსკვლავნი ღმერთებთან ბჭობენ, სად ოცნებანნი ყოველს იპყრობენ... და ვიცი ზუსტად, მე ჩემი დროის ვარ ამოცანა ამოუხსნელი ვხედავ, - რა მძაფრად, - ძალას სიშორის, ეს გრძნობა რომ ვთქვა მყოფნის ფურცელი... ჩემო უდაბნოვ, მოგსდევ და ვხედავ რა სიმარტოვის იშლება არე, ვინ დავინახო, ვინ დადის ნეტავ, ჩემებრ, სამშობლო გზებით, მწუხარე... * მიხეილ ქაშიაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.