შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუკი არ მინდობდი..


13-11-2019, 23:05
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 414

ნისლისფერ ხეობებს მივანდე ფიქრები,
უშენო ნისლლები ჩემამდე მოდიან,
გაფრინდი ძვირფასო.. მე შენთან ვიქნები,
თუმცა კი შენამდე ათასი კბოდეა..

შეჰფერთხა არაგვმა სიმწვანე ლოდების,
ცხოვრების მორევში გადაატრიალა,
მარტოსულს სასთუმლად დამიდევს გოდების,
შენი თვალებისებრ მზისფერი ფიალა..

მივდივარ მწუხრისკენ.. სოფელში ვიჩქარი..
საცაა ჩაქრება ცის თაღზე სინათლე..
თუ დაიგვიანებ, ქალაუ.. მითხარი..
გზად მოგეგებება უთქმელი სიმართლე..

ვიცი რომ ჭიუხებს შვილივით გამიზრდი,
ძეძნები ძიძობას არ დაგზარდებიან,
ათას წლის მიწურულს ყორღანში დაგიცდი,
ო წლები ტიალი რა სწრაფად ქრებიან..

დაისის მზეო და აისის მთვარეო,
გფარავდეს ლახვარი იმ წმინდა გიორგის,
შენ უბის კალთაში რად შემიფარეო,
თუკი არ გიყვარდი.. თუკი არ მინდობდი..

დაეცა პირიმზეს არსიდან წყვდიადი,
და სახე სათუთი ცრემლებმა დასერა..
ნუ სტირი ქალაუ.. ღმერთია დიადი..
გიბოძა ნაბადი.. თუმც ფიცის არ გჯერა..

მაჰხვეტენ ზვავები თეთნულდის ხეობებს,
ვიშვიშებს მთაწმინდა იმათი მზვერავი,
მახველ და ვარსკვლავად დააჩნდი დღეობებს,
რაღა მე მიწუნებ უფლის შვილს მე რავი...



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

"შეჰფერთხა არაგვმა სიმწვანე ლოდების"-რა შთამბეჭდავია!
"მაჰხვეტენ ზვავები თეთნულდის ხეობებს"-
კიდევ რომელი სტროფის რომელი ხაზი გამოვარჩიო?
ბრწყინვალეა! ყოჩაღ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქეთი იმერლიშვილი
"შეჰფერთხა არაგვმა სიმწვანე ლოდების"-რა შთამბეჭდავია!
"მაჰხვეტენ ზვავები თეთნულდის ხეობებს"-
კიდევ რომელი სტროფის რომელი ხაზი გამოვარჩიო?
ბრწყინვალეა! ყოჩაღ!


ძალიან დიდი მადლობა relaxed მეამაყება ასეთი მკითხველი რომ მყავს heart_eyes
ბედნიერი ვარ რომ ასე მოგწონს ჩემი ლექსები

 


№3  offline წევრი izabella

როგორც ყოველთვის, ერთმანეთზე უკეთესი ლექსებით გვანებივრებ.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabella
როგორც ყოველთვის, ერთმანეთზე უკეთესი ლექსებით გვანებივრებ.


რამხელა პატივია .. heart_eyes რაღა მომკლავს რაკი დამიბრუნდი.. ვეცდები ყოველდღიურობაზე კარგი ლექსები ვწერო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent