შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი და მიქელ გაბრიელი


10-01-2020, 12:25
ავტორი ბებერო
ნანახია 6 284

სიკვდილი და მიქელ გაბრიელი,
ორნი ცხოვრობდნენ ზევით მიწაზე.
მიქელ გაბრიელმა სიცოცხლის წასაღებად
სიკვდილი ჩამოუშვა დედამიწაზე.

სიკვდილი ჩამოვიდა და დაიწყო ფიქრი
როგორი სიცოცხლე წაეღო მისთვის
დადის და ეძებს ცოცხალს სიკვდილი,
მაგრამ ვერ იგებს ვინ არის ღირსი.

ბოლოს შეჩერდა ერთ ქალბატონზე ,
რომელიც ასი წლის იყო თითქმის.
-იქნებ ამიხსნა სიკვდილო რისთვის მოხვედი ჩემთანა?
-ნაბრძანები მაქვს ჩემო მოხუცო შენი წაყვანა გაბრიელთანო.
-ცოტაც მადროვე ჩემო სიკვდილო, ორ წელში ასის გავხდები,
შემდეგ კი როცა შენ მოხვალ, ზეცაში ჩემით გაგყვები

სიკვდილმა მოხუცს ვერ უთხრა უარი,
აღარ განაგრძო მან საუბარი,
ნაზად აკოცა მოხუცს ხელებზე
და გააგრძელა ძიების გზანი.

სიკვდილი დადის დაღონებული,
და ფიქრობს ვის უნდა წაართვას სული.
ფიქრში გართულმა კაცი დაინახა
წლოვანებითა ორმოცს ასული.

კაცი გაჩერდა, გაშეშდა, დადუმდა,
მის თვალებში კი ცრემლი ადუღდა.
-ჩემო სიკვდილო გთხოვ მხოლოდ ერთსა,
ნუ დამატოვებინებ ჩემს სამოთხესა,
ჯერ ჩემთვის ადრეა არ წამიყვანო
გაფიცებ მხოლოდ სიცოცხლეს, ღმერთსა.

სიკვდილს ცრემლებით აევსო თვალი
მან არ იცოდა რა მოელოდა,
თუმცა არ იყო ეს მისი ბრალი
ის ხომ არასდროს ყოფილა მკვდარი.

დატოვა კაცო წუთისოფელში
ძიება განაგრძო ერთ კარგსოფელში,
სადაც მან ნახა ორი თვის ბავში
სულ მარტო იყო პატარა სახლში.

მიუახლოვდა ორი თვის ბავშვს და
ფრთხილად ჩახედა პატარა სულში.
თან ეღიმება ტირილიც უნდა,
ნეტავს რას ფიქრობს ის ახლა გულში.

შუბლზე აკოცა პატარა არსებას,
პრთხილად გაეცალა და გატრიალდა
აბა რა ექნა ასე უმოწყალოდ
უცოდველ არსებას ხომ არ გაწირავდა.

სიცოცხლეს ელის მიქელ გაბრიელი
სიკვდილი მარტო ადის, ხელცარიელი.
გაბრიელს თვალებში აენთო ლენთი,
რომ დაინახა სიკვდილი ერთი.

-სად არის ჩემი კუთვნილი სიცოცხლე,
მინდა რომ შენგან სიცოცხლე ვიცოდე.
სიკვდილს არ უთქვამს მისთვის ტყუილი
მან ამჯობინა მწარე სიმართლე

ის მოუთხრობდა ყველაფერს ნათლად,
რაც მთავარია ამბობდა მართალს.
როდესაც სიკვდილი იწყებდა საუბარს,
და როცა გაბრიელი ისმენდა ნაუბარს.

ნელნელა ლურჯი ცა თითქოს შავდებოდა,
ნელნელა გაბრიელი თითქოს ალდებოდა,
და აი ამოაფრქვია მან სიტყვის კონა,
-ასე გაიგე შენ ჩემი თხოვნა ?

ასე ისმენდი ჩემს დარიგებას?
დღეიდან გახდები სიბრმავის მონა,
და გაუყარა მხურვალე შანთი,
საცოდავ სიკვდილს ორივე თვალში.

მას შემდეგ დადის სიკვდილი ჩვენთან
დაბრმავებული ვერაფერს ხედავს,
ხან ქალი მიყავს ხან მამაკაცი,
ხანაც პატარა შვილს ართმევს დედას.

ის აღარ ისმენს არავის თხოვნას,
არავის ვურჩევ მის გვერდით ყოფნას.
მაგრამ სად გინდა, რომ დაემალო,
ოდესმე სიკვდილი ჩემთანაც მოვა.



№1 სტუმარი Martivi

ბრავო.... ძალიან ..მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent