შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მედეა ილურიძეს


23-01-2020, 00:01
ნანახია 10 046

ცოლი მეთქი ერთი ვთქვი და ყველა შემომესია,
გასათხოვარ გოგონების შემიდგინეს ჯერ სია,
შინაურებს შევეკითხეთ როგორც ადათ წესია,
მეზობლებიც მოვიწვიეთ, მითხრეს უკეთესია.

ნათლულებიც მომიყვანე! მეუბნება ბებია,
გაიმართა დარბაზობა, სათითაოდ სხდებიან,
სათითაოდ კითხულობენ, ვინ ჰყავთ კანდიდატებად,
ხმის სიმცირით ვინც ვერ გავა სიას გამოაკლდება,

სუყველანი გადაიქცნენ ქადაგად და სიტყვებად
მე ვინ მიყვარს ან ვინ მომწონს, არვინ არ მეკითხება,
დაიწუნეს ერთი, ორი ,აი უკვე მესამე,
ბიცოლები, დეიდები ყველას ენით გესლავენ.

ლუიზა სულ გააშავეს ნანა გააბითურეს,
ზოგს სიარულს უწუნებენ ზოგს კი ქვედა კიდურებს,
ზოგის სახე არ მოსწონთ და ზოგის გავლა-გამოვლა,
სულ მიწასთან გაასწორეს ხან თინიკო ხან თეა.

მე ხმის ნება ჯერ არამაქვს (რა ვქნა ესეც წესია,)
მთელი კვირა ვისმენ წყნარად ათას ამგვარ ლექციას,
სათოფეზე არ დაგლანდოთ ირმასთან იმ თხასთან ან ირასთან,
აღარ არის მაგი სანდო, დოუნახავთ ვინცხასთან.

ეკას სულ რომ გაჩავს თვალებს, არ გაგისკდეს ქვესკნელი,
თავის დიპლომს ვის ახარბებს? ფეხები აქვს სქელ-სქელი,
დავიფიცებ, სახე თურმე არ მომწონდეს ნატასი,
მაგრამ სახლში არის თურმე უჟმური და კაპასი,

ნეტავ რით დავიწუნებდით ინტელიგენტ იზოს,
დედამისი დაბალი და ცხვირგრძელი რომ არ იყოს,
ლიაზე უარს აბა ვინ ეტყოდა დათოიას,
თვით ლია მომწონს მარა მისი ძმა რომ კოჭლია?

ჩვენს უბანში მოსაწონი ტარიელის ლენაა,
მაგრამ მაგი მოსასპობი ცარიელი ენაა!
თავი მოაქვს მუდამ ქეთოს თავის ვოლგას ბრჭყვიალით,
ჩვენს ანგელოზს უნდა შევრთოთ ნასწავლი და ჭკვიანი.

შეხე, შეხე, ვინ მიხსენა მეტიჩარა ციცინო,
ეგ მაკლია ახლა ქალო მეზობლებმა იცინონ,
აბა არც შენ არ ახსენო ყანჩასავით გულნარა,
ერთი ქე მყავს სახლში შვილი ზარმაცი და უქნარა.

ლამაზსა და კოხტა ნანას არ ვუწუნებ არაფერს,
მაგრამ ისე ჩვენში დარჩეს მაგი ცოტას არ აფრენს?
და დადგინდა რადგან ნაკლი აქვს ნინოს თუ თამარის,
თითქოს ჩემი შესაფერი აღარავინ არ არის.

თითქოს მარტო მე დავდივარ ამაყად და ქებულად,
თითქოს ჩემი საკადრისი არავინ დაბადებულა,
იწუნებენ ნონას, ნუნუს, სონიას, და მანიას,
იმიტომაც დღემდე ცოლი ვეღარ მომიყვანია.



№1  offline წევრი Mezgvauri

dzaan magaria da saxaliso ! sagol magari gaverte.. kide dawere amistana leksi.. ! :))))

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძაან საკაიფო ლექსები იყო. ისეთი თან ნამდვილი რეალობა რომ არის აღწერილი და თან რომ ჩაგეღიმება კითხვის დროს.
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline წევრი დაჩი

აუ,რა ძმა ხარ საღოლ! ძაან ბევრი ვიცინე. რამდენი იპოვიდა საკუთარ თავს თუ არა საახლობლოში მაინც ვინმეს:-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent