შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იარა


22-02-2020, 00:31
ნანახია 9 429

მე ყველაფერი მიყვარდა რასაც
შენში ვხედავდი მაგრამ არ იყო..
ამ უთოვლო და უცნაურ ზამთარს
რამდენი რამ მაქვს სამუსაიფო-
საკუთარ სულთან..
საკუთარ ფიქრთან..
საკუთარ მესთან..
საათს დავხედე,
რა დრო გასულა..
აუცილებლად უნდა გავიდე,
შევხვდე მეგობრებს,
უფრო ნაცნობებს,
რაღაც ამდაგვარს..
გზაში ვუყურო სკვერებს, შენობებს,
რა დგას ახალი ან რა აღარ დგას,
რადგან სახლიდან გასვლა არ მიყვარს..
და იშვიათად გავდივარ ხოლმე,
ვისთვის როგორო ძაღლს თუ ჩავიყვან...
ძალზედ ნაკლებად გავდივარ ხო მე,
ქალაქში..
ქალაქს თავის ხიბლი აქვს,
არა საჩემო,
ჭირი და ჭორი,
მე უხილავი ჩემი ხიდი მაქვს,
აქ, ამ სამყაროს და სხვათა შორის. .
მე ყველაფერი მიყვარდა რასაც
შენში ვხედავდი, მაგრამ არ იყო..
ვემეგობრები ხანდახან დარდსაც,
ხვალ კი არა და დღეს რომ დავიწყო?
სულ ხვალე, ხვალე...
როგორც იწყებენ ვარჯიშს, დიეტას,
არ დალევას და რაღაც ამგვარებს,
დღეს გადადება მეპატიება..
სად მეჩქარება..
მოვიდე..
დავჯდე,
ანდაც წამოვწვე, თანაც რაიმე
წიგნსაც ავიღებ, რომ უფრო დამჯერს
ვგავდე სხვა თუ არ, სანამ მოვნახავ
სულ მცირე მიზეზს შფოთვის, რომ მერე
რაღაც დავწერო, რასაც ცოტახანს
ვერ დავაჯერებ რომ მე დავწერე
ჩემს თავს, რომელიც
ამის თუ იმის,
შემდეგ თუ მერე.
ჩნდებიან ტკივილები რომლებიც არასდროს მთავრდებიან..



№1  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიაააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent