წამო...
წამომყევი წამო... მოვიაროთ მთები გადავლახოთ ზღვები და გავფრინდეთ წამო... გზადაგზა იებს დაგიკრეფ ყელზე მძივებად შეგაბნევ პეპლებს ნაზი კოცნებით დაგახვევ თავბრუს და მზის ჩასვლისას გიმღერებ რამეს წამო კოცონი დავანთოთ მივეალერსოთ მთვარეს დავთვალოთ ცაზე ვარსკვლავები წამო გავტეხოთ ღამე შენი თითებით გამთბარს სულ დამავიწყდა დაღლა თურმე ღრუბელი გვიცდის დროა, ვესტუმროთ მაღლა ქარი გიწეწავს თმას სრულყოფილების მწამს რომ შენა ხარ ის ვისთვისაც ცხოვრება ღირს მოდი ჩამკიდე ხელი მზემ გაგვინათოს გზები წამო ვიცეკვოთ ვალსი იასამნების ბაღში დაე, დაგვწეროს ჯვარი თვით სიყვარულის ღმერთმა წამოდი გავშალოთ ფრთები და დავივიწყოთ სხვები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.