იისფერია შემოღამება
იისფერია შემოღამება და თრთის წყვდიადი ნაფერადები. სადღაც ეული ტოკავს ამება დნება ყინული ყინულს ნადები. გადასერილი ყრია მორები და ნაფლეთ ნაფლეთ ცვივა მერქანი. ამოუვსები რჩება ფორები ფრთებდაგრეხილი ხოხავს ქედანი. ცხელი ცრემლების ცივი დინებით განიაღვარდა ერთბაშად გუბე დალამებული ფრიალებს ვნებით თმებჩამოშლილი ქალწულის უბე. ამაოებას დაეტყო თრობა და გაბზარული იმსხვრევა თასი ჩამოფერფლილი ქარს მიაქვს ტრფობა გადაიკვანძა ზნეობის არსი. სიმშვიდის ზღვარზე დგას ნეტარება გარს ახვევია თოვლის ფანტელი დაობებული ნელნელა ქრება ემოციების კორიანტელი. და შეგრძნებები შეგრძნებებს ერწყმის საამო გახდა თითქოს წამება გადაიხორკლა ყლორტები ლერწმის იისფერია შემოღამება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.