"სიყვარული სიზმრებად მაწვიმს"
გადაუღებლად წვიმს... სავსე ვარ გამოუთქმელი გრძნობით ქრის ფიქრი შორეულ მოგონებად და სიყვარული სიზმრებად მაწვიმს... დღეები რბიან... დროს ვერ ეწევა მონატრება დავეხეტები კარდაკარ და ღიმილებად ვაგროვებ სარკაზმს დაკარგულ გრძნობას ვანაცვლებ დარდით ნუ მკითხავ რა მჭირს უსაშველოა... სულის ტკივილებს ვეღარ ვერევი აღარ მაქვს ძალა, მგონი ვბერდები ქარს გავატანე შენი სურნელი და ნუ იფიქრებ გადამიყვარდი გაგახსენდები, ალბათ ინანებ ცრემლმორეულს დაგათენდება ჩემზე ფიქრები აგაწიოკებს და სუნთქვა გაგიძნელდება გავყვები ნაცნობ ბილიკებს ზღვის ტალღებს შევერკინები მზის შორი-ახლოს დავიდებ ბინას და სამუდამოდ შენი ვიქნები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.