ბოლო
ბოლო წუთს დავლევ ბოლო წამამდე მოიღრუბლება როცა თაბორი ამაოება დამძლევს მანამდე მოსწყდება ბაგებს ბოლო ამბორი. იარებს ბოლოს ვაცხებ მალამოს ფერს იცვლის ჩემი ფერისცვალება დაე ცრემლებმა უხვად დამლამოს დადგება სანამ გარდაცვალება. ბოლო სიტყვები თუ ლოცვად მექცა და ამასოფლის მომწყდა სიმები იქნებ ვიხილო მესამე ზეცა ნათლით მოსილი ქერუბიმები. სულმა კი უკვე შეისხა ფრთები გაფრენილს მადლი მსურს გავაყოლო მე ვხედავ ვხედავ თუ როგორ ვკრთები ამოსუნთქვა რომ იქნება ბოლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.