უახლოესად შემორჩა ქარი
შრიალებს მორცხვად,შრიალებს წნორი, ფოთლიდან ფოთოლს ედება ცვარი, ეხლა მზე მოსჩანს ძალიან შორი, უახლოესად შემორჩა ქარი. ადნება სივრცეს,ადნება მტვერი, ქუჩიდან ქუჩას მიყვება ფარა, იცვალა უცებ ჰაერმა ფერი და დედამიწა ტრიალებს ჩქარა. დაეშვა წვიმა, დაეშვა მტკნარი, ხევიდან ხევში სველდება ძერა და უჩვეულოდ დუდუნებს მტკვარი თითქოს იწყება ახალი ერა. ლოცულობს მშვიდად,ლოცულობს ბერი, ხატიდან ხატზე გადააქვს მზერა, ნათელმა სვეტმა გაჰკვეთა ჭერი ნელ-ნელა თბება ჩამქრალი კერა. ატირდა მთებში ატირდა ქორი, კიდიდან კიდეს გაევლო ზღვარი, ეხლა მზე მოსჩანს ძალიან შორი, უახლოესად შემორჩა ქარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.