შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - მგონი ზიზღს ვიწვევ


31-03-2020, 00:50
ავტორი ერკე
ნანახია 1 062

მგონი ზიზღს ვიწვევ ყველაში ვინც კი
სიცოცხლეს აღარ ებღაუჭება
გული მითბება, თუმცა კი ვიცი
ამ სამყაროში ვერ გადარჩება,

თავი საკუთარი, ქარიზმა, მიზანი
ვხატავ ფერებად კედელზე სურათს
რას ვეღარ ვხედავ თუ გამოიცანი
ეს ფაქტი ღამის სიბნელეს ვერ ხურავს.

გესაუბრები, ვკითხულობ ყურანს,
ზიზღი, სიმდაბლე სხივად მე მერგო,
ხშირად მეც ვკიცხავ თავს გამიზნულად
თავს ვუმეორებ, ღირს ხარ - შეგერგოს!

თვალებში ირგვლივ, მათ ირგვლივ ვხედავ,
ზიზღი იზრდება სულში მუდამდღე
ვეცდები, გისმინო, არ გამოგედავ - ო
და ჩემს სიტყვებს თუნდ ვეღარ უკვდავყოფ.

დიახ, ჩემს სიტყვებს ფასი არა აქვს
სიცოცხლე ჩემი ვფიქრობ არც ფასობს
გონებას ტვირთი სიტყვად გადააქვს
ჩემი დაცინვაც არ უნდა „გამაზო“.

გრძნობებს შორის ზიზღი მეტად მეზიზღება,
ესეც ზიზღია, ფესვებს რომ იდგამს,
უბადლო ვერ ვარ, თან არ მიყვარს ქება
უმადურება დამედგა რქებად.

მსურდა სილაღის თქვენთვის ჩუქება
და კარგად მახსოვს, ახლოს არ მომიშვი,
დახმარება მსურს, სიტყვის უთქმელად
ზიზღის გრძნობისთვის ყველას ბოდიში....
ე.მ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent