სიზმარი
“მე მეშინია სიცოცხლევ შენი, ვერ მიპოვია მე თავი ჩემი და მირჩევნია ცხოვრებას ნაძრახს, ასე წავიდე ყოვლის უნახავ” ეს ფიქრი მქონდა, ყველაფრით დაღლილს, ცას შევსცქეროდი ვარსკვლავთ მოჭედილს, ბედს შევსჩიოდი, ღმერთს არა ვგმობდი, თავს ასე უფრო უკეთა ვგრძნობდი. უეცრად თითქოს სიზმარი ვნახე, მე ერთი ვიყავ და უცხო სახე, შიშმა შემიპყრო, გაქცევა ვცადე ვერ გავექეცი, იქ დამხვდა გზადვე. “ნუ გეშინია! ღმერთი ვარ შენი, თავი დახარე და გამომყევი. შენ ხომ მოგბეზრდა ცხოვრება ძნელი, მალე მომყევი, სამოთხე გელის” გახარებული წავყევი მას მე, “შენ არ იდარდო, მიგიყვან მალე” უცებ ეს სიტყვა გულს მოხვდა მწარედ, სიბნელე ვიგრძენ, სიცივე გზაზედ. რომ მოვიხედე სამარე ვნახე, სამარის თავზე ის იდგა მარჯვედ. გვიანღა მივხვდი, ყოფილა მახე, ეშმაკი იყო ჰქონდა ღვთის სახე. ახლა, სიცოცხლემ ასე, რომ მზარავს, ყურს ჩამჩურჩულა სიკვდილის ნანატრს, "შეცდი უგნურო ყოფილხარ შტერი ხედავ? სიკვდილი გამოდგა მტერი” ეჰ, ამ სიტყვებმა მე თავზარ დამცა, მაგრამ ვერ შევძელ მე თავის დაცვა და გვიან მივხვდი უფლისა მზერით, ვინ მოყვარეა და ვინაც მტერი. ახლა ვინანე მივხვდი, რომ შევცდი, ასე შენდობის თხოვნასაც ვერ ვცდი. დავიმსახურე ყველა სასჯელი, რად წავუყენე უფალს სარჩელი, რად ვერ გავიგე ვინ იყო მტერი, რად ვერ ვიცანი ეშმაკი მზერით. ნუთუ დავკარგე უფლისა რწმენა?! რატომ მეგონა ეს მისი მზერა. თუ გავუწოდე მე ეშმაკს ხელი, ვის დავაბრალო?! ბრალია ჩემი. მწუხარების ჟამს ალბათ ვერ ვიცან, აბა რად დავთმე ცა, მზე და მიწა?! რად გავიკვლიე სამარის წილ გზა მომავალია მხოლოდ ეს მიწა და წარსულია ყოველი წუთი კარგი იყო თუ ძალიან ცუდი სიკვდილის წინათ, მარტო დარჩენილს კვლავ გადავხედე,ცოდვებს ჩადენილს ცრემლი მომადგა, შიშისგან შევცბი სიტყვა ვერა ვთქვი ვიცი, რომ შევცდი ფიქრმა გამივლო: “მწარეა ბედი, ასე მეწერა და ასე ვკვდები” ახლა მითხარი, ვის ვუძღო ბრალი, საათს, რომ უდრის ყოველი წამი. კარს მომდგომია სიკვდილის ჟამი, დაკეტილია სამოთხის კარი. ბოლო წუთებში დამძიმდა სული, სიკვდილი ვიგრძენ, ცა გახდა ჩუმი. ზეცას ავხედე და ვუგდე ყური, ათას ნაწილად დაიმსხვრა გული არ შემეშინდა, სიმშვიდე ვპოვე მისი მსმენელი მხოლოდ კარგს მოველ ჯერ ასეთი ხმა, მე არ მსმენია, ერთი სიტყვაც კი მრავლისმთქმელია ისეთი ხმაა სითბოს ჰგავს მზისას რაღა თქმა უნდა, ეს ხმაა ღვთისა “სამწუხაროა ასე, რომ გხედავ როდის დამკარგე, რატომ ვერ მხედავ? რად არ უსმინე შენს გულში ჩემს ხმას?! რატომ არ ეცი პატივი ჩემს თქმას. რატომ უწოდებ ცხოვრებას კოშმარს? რატომ გგონია ჯოჯოხეთს, რომ ჰგავს? რატომ ვერ ჰპოვე სამოთხე მიწად? რატომ არჩია ეგ ცივი მიწა? მე მოგივლინე შენ მწუხარება, ყოველი დარდი და მდუღარება, რათა გაგეგო ვინ იყო კარგი, ვინა მოყვარე და ვინაც ავი რომ დაგანახე ახლა შენი გზა ნუთუ არა ღირს ამდენ ცრემლისღვრად გვიან გაიგე სიცოცხლის ფასი რა არის ცუდი და რაა კარგი მე კი შეგინდებ, მომეცი ხელი, მაგრამ იცოდე რთულია ხვედრი ნუ დაივიწყებ ვინ არის ღმერთი თავი ასწიე შვილი ხარ ჩემი” გაყინულ სხეულს სითბო ეპარა შიში და სევდა უეცრად გაქრა სიზმარი იყო, ცხადი თუ ნატვრა, არ მოგატყუებთ, სამოთხეს ჰგავდა. მე იმ სამოთხეს ვეძებდი ცაში თურმე სამოთხე ყოფილა მიწად არ მეშინია არაფრის! აწი უფალი ვნახე! ზეციდან მიცავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.