შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ დღეს ^_^(დაიანას)


6-04-2020, 18:33
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 197

იმ დღეს, თურმე მე იმ ღამით, წამით პულსი ამიჩქარდა
და როდესაც ამას მივხვდი, თითქოს ტყვია გამივარდა.
ისევ რაღაც უჩვეულო შეგრძნებამ მე გვერდი გამკრა
და გარკვეულ პერიოდში ეს შეგრძნება აღარ გაქრა.

იმ დღეს, თურმე მე იმ ღამით, ვიღაცაზე ფიქრი მკლავდა,
არ მეგონა თუ ხანძარზე ის წყაროს წყალს მიმისხამდა.
უცნაური ეს ფიქრები მე რატომღაც კვლავ დამჩემდა,
ჩემი გული წამიერად, წამიერადღა გაჩერდა.

იმ დღეს, თურმე ჩემს საფლავზე ამოვიდა გოგო ვინმე
და მან მითხრა: "არასოდეს, გთხოვ, შენ მე არ შემიშინდე".
ისევ რაღაც საოცარი მომიტანა დარდით ქალმა
და რაღაცას, რაც არ ვიცი, უნებურად მიმასალმა.

იმ დღეს, თურმე წამიყვანა თავგადასავალთა გზაზე
და მე მითხრა მხოლოდ ერთი: "ჩემს გარდა სხვა გადახაზე".
მე წყაროს წყალს კვლავაც დავლევ, არ ვიცი ახლა თუ მერე,
მაგრამ მთავარი ის არის, მგონი ისევ "გავუბერე".

#მეტიპოზიტივი
#გიჟითავისუფალია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent