შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ძლიერ მცივა,მეც ვეღარ მათბობს...


11-04-2020, 15:26
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 565

მე ძლიერ მცივა,მზეც ვეღარ მათბობს
შენ მენატრები,ღვინოც ვერ მათრობს,
და ვევედრები ცას, ყველა მნათობს
რომ დამიბრუნდე, იცი, სულ მათოვს...

წარსულით ვცხოვრობ, მომავლის მჯერა
შენ რომ გამათბობ და შენი მზერა,
ვერ დაგივიწყე,ვერა და ვერა
და ისევ შენთვის დავიწყე წერა...

ისევ დუმილი, ცრემლები ჩუმი
მინდა,რომ ისევ გამილღვეს გული
მალე წავიდეს ჩემგან ზამთარი
მაწუხებს უკვე მუდამ დავთარი...

წლები კი მიდის, შენ ჩემთან რჩები
მაგრამ ჩემ თვალწინ არა, არ ჩნდები
როგორ მიყვარხარ მაგას ვერ ხვდები
მე კი ამ სისხლში ფიფქივით ვდნები...

აღარ ჩქეფს სისხლი, ჩემი ვენები
ჩვენს ისტორიას რომც ვერ ველევი,
მე ძლიერ მცივა,მზეც ვეღარ მათბობს
გთხოვ დამიბრუნდე,მე მუდამ მათოვს...



№1 სტუმარი სტუმარი liana

წლები კი მიდის,შენ ჩემთან რჩები
აღარ მოხვალ მე ამას ვხვდები
უშენოდ მე ვეღარ, ვეღარ ვჩერდები
უშენობას როგორმე შევეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent