შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენთან არს ღმერთი


13-04-2020, 23:36
ავტორი gilima
ნანახია 396

უფალი მეფობს, უფალი მეფობს
ჩვენ ყველანი ვართ მისი მონები
ვინც ამას არ ცნობს, უხეშად ანცობს,
დაემხობიან ჰეგემონები.

შეცდომას ვუშვებთ, ზოგიერთები,
ყურს რომ არ ვუგდებთ ამ გაფრთხილებებს,
ცხოვრებას ვიწყობთ ტანზე მორგებულს,
ვუგულებელვყობთ, უფლის ქმნილებებს.

ხალხს ტვინს ნუ ურევთ ერთეულები,
და ნუ გვგონია, ჩვენ ვართ რაცა ვართ
მოწამლულები, სხვასაც ნუ ვწამლავთ
გავჩუმდეთ მაინც, დავრჩეთ საცა ვართ.

უზნეოებს და გონდაკარგულებს,
დაბრუნება გვსურს უკან ჩალხისა,
წარმატებები არ უხარიათ,
ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისა.

უმრავლესობა ვემორჩილებით,
უფალს, მთავრობას, ყველა ჩვენს ზემდგომს,
ჰყვანან ურჩებიც და მიხვდებიან,
დავემორჩილოთ კანონებს შემდგომს.

ქართველ ხალხს გვინდა, ყველასთან გვქონდეს,
წარმატებული წინაპირობა,
გარს გვახვევია, ურიცხვი მტერი,
აქ გადარჩენა არის გმირობა.

ძალზედ ცოტა ვართ და ამ ცოტაშიც,
მოღალატე გვყავს, რამდენი ერთი,
ჩვენ გავიმარჯვებთ, არ დავმარცხდებით,
თუ დავიჯერებთ, ჩვენთან არს ღმერთი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent