დიდება უფალს.
დავსვათ შეკითხვა, გავცეთ პასუხი, ვინ ვართ თვითონვე, რას წარმოვადგენთ, თავს რომ ვუტოლებთ მამაზეციერს, სხვისთვის მონობის კანონს რომ ვადგენთ. ან და რითი ვართ იმ სხვაზე მეტი, ქედმაღლურობით ზედ რომ დავყურებთ ცხოვრებას ჩვენსას და მასთან სხვისას, განსხვავებულად რატომ გავყურებთ. არავინ ვიცით, დღეს ზემოდან ვართ, ხვალ შესაძლოა, ქვემოთ აღმოვჩნდეთ, რაც არ დავწვებით რა უნდა ავდეგეთ, აბსურდულია ძალით გამოვჩნდეთ. ძალას რომელსაც გვაძლევს უფალი, ძალაუფლებად ნუ გადავაქცევთ, და ერის შვილებს, შველას რომ გვთხოვენ, ნუ გადავუვლით და ნუ წავაქცევთ. თორემ სიძულვილს, ზიზღსა და მტრობას, ვერანაირად ჩვენ ვერ მოვიშლით, ისიც კი კმარა, დაუდევრობით გაუგებრობით ნერვებს რომ ვიშლით. დავსხდეთ გვერდიგვერდ ვისიყვარულოთ, არაფერს გვარგებს გადაკიდება ჩვენ გაგვიმარჯოს, ქვეყნად კი იყოს მარადიული, უფლის დიდება. დიდება უფალს, დიდება უფალს, დიდება უფალს, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.